არაბული შამათის ჩასასმელად აუცილებლად უნდა გვყავდეს მხედარი კუთხეში მიმწყვდეულ მეტოქის მეფესთან ახლოს. ეს სქემა, როგორც წესი, მხედრისა და ეტლის (ან ლაზიერის) გუნდურ მუშაობას მოიაზრებს. ეს არის კლასიკური შამათი მხედრით და ეტლით, რომელიც ყველა მოჭადრაკემ უნდა იცოდეს.
არაბული შამათის კლასიკური ნიმუში.
არაბული შამათი, მე-9 საუკუნის არაბული ხელნაწერის თანახმად (რომლის გამოც დაერქვა მას სახელი), უძველესი დოკუმენტირებული შამათია. იმდროინდელ ჭადრაკში მხედარი და ეტლი ყველაზე ძლიერ ფიგურებად ითვლებოდნენ. ლაზიერმა ხომ ახლანდელი ძალაუფლება მხოლოდ თამაშის ევროპაში მიგრაციის შემდეგ შეიძინა. გარდა ამისა, არაბული შამათის სქემა გამოყენებულია პოზიციაში, რომელიც 1257 წლით დათარიღებულ არაბულ-ენოვან ხელნაწერში გვხვდება. ეს ჭადრაკის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
მხედარს შეუძლია გადახტეს, მაგრამ მთავარი ისაა, თუ როგორ შეძლებს ის დაიცვას ეტლი, რომელიც მეტოქის მეფის ერთადერთ გასაქცევ უჯრას იკავებს.
1930-იანი წლებიდან ადრეულ 1950-იანებამდე ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე მსოფლიოში დიდოსტატი რუბენ ფაინი იყო. ის საჭადრაკო წიგნის ავტორიც გახლავთ. არაბული შამათით დასრულებული მისი სატურნირო პარტია ყველასათვის კარგადაა ცნობილი.
არაბული შამათის ჩასასმელად აუცილებელია ორი პირობა. პირველი: მეტოქის მეფე დაფის კუთხეში უნდა იყოს გამოჭერილი; მეორე: ეტლი ან ლაზიერი მას უახლოეს ვერტიკალზე ან ჰორიზონტალზე გზას უნდა უჭრიდეს. თუ დაფაზე გვაქვს ორივე ეს მოცემულობა, არაბული შამათის არიდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მხედარი და ეტლი აკონტროლებენ ყველა უჯრას, რომელზეც მოწინააღმდეგის მეფე შეიძლება წავიდეს.
მზად ხარ გაიგო შეგიძლია თუ არა არაბული შამათის ჩასმა? სცადე ამ თავსატეხის ამოხსნა. თეთრებმა ოპონენტი ოთხ სვლაში, არაბულ სტილში უნდა დააშამათონ. თითოეული სვლა ფორსირებული უნდა იყოს და შავებს ქიშს უნდა ეუბნებოდეს. კიდევ ერთი მინიშნება: მეორე სვლაზე ეტლი შეწირე.
არაბული შამათი ჭადრაკში საკმაოდ გავრცელებულია. ახლა, როცა მისი ჩასმის წესი იცი, კარგად გაითავისე ის პირობებიც, რომლის დროსაც მისი განხორციელებაა შესაძლებელი. ეს მეტი საჭადრაკო პარტიის მოგებაში დაგეხმარება.