აი, რა უნდა ვიცოდეთ ბენონის შესახებ:
ბენონის დაცვა არის საჭადრაკო დებიუტი შავი ფიგურებით, რომლის დროსაც სვლების გათამაშების ყველაზე გავრცელებული თანმიმდევრობა ასეთია: 1.d4 მf6 2.c4 c5 3.d5.
არსებობს ბენონის სხვადასხვა ვარიანტი, მაგალითად, ძველი ბენონი, ჩეხური ბენონი და გველური ბენონიც კი! ჩვენ ამ დებიუტის ყველაზე გავრცელებულ სახეობას - თანამედროვე ბენონს მიმოვიხილავთ.
თანამედროვე ბენონი თამაშდება შემდეგნაირად: 1.d4 მf6 2.c4 c5 3.d5 e6.
ზემოთ მოცემული პოზიციის მიღების შემდეგ თეორია გრძელდება ასე: 4.მc3 exd5 5.cxd5 d6. ახლა თეთრებს შეუძლიათ e4-ით ცენტრი დაიკავონ, მაგრამ შავებს აქვთ g6, რის შემდეგაც კუს g7-ზე გამოიყვანენ.
ამ კუს ბენონის კუსაც კი უწოდებენ, რადგან ასეთ პოზიციაში მას ბევრი შეუძლია. დააკვირდით გრძელ დიაგონალს, რომელსაც ის აკონტროლებს. ეს კუ ძალიან ძლიერია!
მას შემდეგ, რაც ორივე მოთამაშე დაასრულებს ფიგურების განვითარებას მეფის ფლანგზე და გააკეთებს როქს, შავებს შეუძლიათ ორი გავრცელებული ვარიანტიდან ერთ-ერთით გააგრძელონ, მაგალითად, f8-ეტლი e8-ზე მიიყვანონ და თეთრების ცენტრი მიზანში ამოიღონ.
მეორე ვარიანტია a6-ის თამაში, რასაც მოჰყვება b5 და გაფართოება ლაზიერის ფლანგზე.
თუ თეთრები უფლებას მისცემენ, შავებს შეუძლიათ ორივე გეგმა განახორციელონ და ცენტრზე შეტევის პარალელურად ლაზიერის ფლანგზე სივრცე მოიპოვონ.
ჩვენ უკვე ვიცით თუ რა არის ბენონი და როგორ უნდა გავითამაშოთ ის. გავიგეთ ისიც, თუ როგორია შავების გეგმა ამ დებიუტის თანამედროვე ვარიანტის დროს. ახლა გადადი გაკვეთილების გვერდზე და შეისწავლე სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ცნებები, რათა ნამდვილ ჩემპიონად იქცე!