შამათი


ჭადრაკის თამაში სახალისო რამაა, გამარჯვება - მითუმეტეს! მოდით, ვისწავლოთ პარტიის მოგება შამათის ჩასმით.


რა არის შამათი?

ყველაზე ცნობილი საჭადრაკო სიტყვა - "შამათი" სპარსულიდან მოდის და ნიშნავს, რომ მეფე გამოუვალ მდგომარეობაშია.

ათასობით წლის წინ სპარსელებმა უზარმაზარი იმპერია შექმნეს, რომელმაც 200 წელზე მეტხანს იარსება. იმ პერიოდში ჭადრაკი სამეფო წარმომავლობის ხალხისა და, ზოგადად, მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი იყო. 

ეს საინტერესო თემაა, მაგრამ ჯობია ჩვენს დროში დავბრუნდეთ. შამათი საჭადრაკო დაფაზე ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც მეფეს ქიში აქვს, მაგრამ თავს ვერ იცავს.

ასეთ დროს შეგიძლია სიტყვა "შამათი" წარმოთქვა და მეტოქეს მომხდარის შესახებ აცნობო. მთავარია, არ თქვა "ქიში და შამათი", როგორც ამას ფილმებში აკეთებენ ხოლმე. ეს არაპროფესიონალურია.

A common kind of checkmate.

ქიშის დროს მეფეს აქვს თავდაცვის სამი გზა:

როდესაც ეს სამივე გზა ჩაკეტილია, მეფე კვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია სრულდება! 

მოდით, სიტუაცია ქვემოთ მოცემული პოზიციის მაგალითზე განვიხილოთ. თეთრებით შენ ხარ და ოთხ სვლაში შამათის ჩასმა შეგიძლია! სწორი კომბინაციის პოვნაზე არ ინერვიულო. ამას ერთად გავაკეთებთ. 

Checkmate in four.

ყველაფერი ეტლის შეწირვით იწყება! b7-პაიკი უნდა აიყვანო და მეტოქეს ქიში უნდა უთხრა. ეს ჯერ შამათი არ არის, რადგან შავ მეფეს თავდაცვის სამი გზიდან ერთ-ერთის გამოყენება შეუძლია. ის ეტლს მოგიკლავს, მაგრამ არ იდარდო. ეს ჩვენი გეგმის ნაწილია!

A rook sacrifice to get a checkmate.

ახლა შეგიძლია მეორე ეტლით უთხრა მეტოქეს ქიში. ეს ჯერ კიდევ არ არის შამათი. მეფე მხედარს ჩააფარებს.

Checkmate in three.

წნეხი გავაძლიეროთ! ლაზიერს ეტლი დააზღვევს, ამიტომ შეუძლია მხედარი აიყვანოს. კიდევ ერთი ქიში, მაგრამ არა შამათი. შავი მეფე უსაფრთხო a8 უჯრაზე მივა.

Black will be checkmated soon.

ახლა ეტლით მეფეზე თავდასხმა კიდევ ერთხელ შეგვიძლია.

White checkmates Black.

ამჯერად შავებისთვის თავდაცვა უკვე შეუძლებელია. ისინი ვერც თავდამსხმელს აიყვანენ, ვერც ფიგურას ჩააფარებენ, ვერც უსაფრთხო უჯრას მოძებნიან! მეფე გამოუვალ მდგომარეობაშია. ეს შამათია!

გილოცავ, ესესაა პარტია მოიგე!

 

რა მნიშვნელობა აქვს შამათს?

ფიგურების აყვანა კარგი შეგრძნებაა, მაგრამ მოჭადრაკის მთავარი ამოცანა შამათის ჩასმა უნდა იყოს!

რამდენი ზედმეტი ფიგურაც არ უნდა გყავდეს, შამათის დროს ისინი ვერ გიშველიან. პარტია დასრულდება და წაგებული დარჩები.

ქვემოთ მოცემული პოზიცია ე.წ. "უკვდავი პარტიიდანაა", რომელიც წლების წინ გათამაშდა. გარდა იმისა, რომ ასეთი მაგარი სახელი დატოვა, ეს ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელი პარტიაა! შავებს ზედმეტი კუ და ეტლები ჰყავდათ, მაგრამ რად გინდა?! 

Checkmating is more important than winning pieces..

თითქოს, სამი ფიგურის დანაკლისი არ ეყოფოდათ, თეთრებმა მეტოქეს ქიში უთხრეს და ლაზიერიც გაწირეს! შავებმა დედოფალი აიყვანეს, სხვა გზა არ ჰქონდათ.

Black cannot escape the checkmate.

მიუხედავად უზარმაზარი მატერიალური დანაკლისისა, თეთრები თავს მშვენივრად გრძნობდნენ! მათ მეტოქის მეფე კუთი დააშამათეს და პარტია მოიგეს. შავებმა თავიანთი ზედმეტი ფიგურებით ვერაფერი გააწყვეს, რადგან მუქარის ქვეშ მყოფ მეფეს თავდაცვის გზები ჩაკეტილი ჰქონდა.

The bishop checkmates the black king.

დაიმახსოვრე: მნიშვნელობა არ აქვს ვის უფრო მეტი ფიგურა ჰყავს. მთავარია, ვინ ჩასვამს შამათს!

 

ბოლოთქმა

გავიგეთ შამათის მნიშვნელობა და ისიც, თუ რატომ უნდა ვეძებოთ მისი ჩასმის გზები თამაშის დროს. გადადი თავსატეხების გვერდზე და ივარჯიშე შამათების ჩასმაში, რათა ბევრად უფრო მეტი პარტიის მოგება შეძლო!

 

ვიდეო შამათზე