დასმა არის არასწორი სვლა, რომელიც მეტოქეს დიდ უპირატესობას ანიჭებს. დასმის შედეგად მოჭადრაკემ შეიძლება დაკარგოს მატერიალური ძალა, მიიღოს წაგებული პოზიცია ან საერთოდ დაშამათდეს. Პარტიის ნოტაციაში დასმა სვლის გვერდით მიწერილი ორი კითხვის ნიშნით (??) აღინიშნება.
დასმა სავალალოა, რადგან ის ცვლის პარტიის ბედს მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. თუ მოგება გვინდა, დასმას აუცილებლად უნდა მოვერიდოთ. Ხანდახან მხიარულების ოსტატი მაიკიც კი სვამს ფიგურებს. Მის მიერ გაკეთებული ყველაზე ცუდი სვლა ქვემოთ მოცემულ დაფაზეა ნაჩვენები, სადაც მან თეთრებით ლd6 ითამაშა. იმის გასაგებად თუ რატომაა ეს დასმა, ამ სტატიის ბოლოს მოცემულ ვიდეოს უყურე. Როგორც მაიკი ამბობს, საუკეთესო მოთამაშეებიც კი სვამენ ხოლმე ფიგურას.
ჰგავს დასმას თეთრების ბოლო სვლა? იხილე ქვემოთ მოცემული ვიდეო და გაიგებ თუ რატომაა ეს დასმა.
Შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ დასმების შედეგად მოჭადრაკეების თამაშის დონე უმჯობესდება. Როდესაც ძველ შეცდომებზე სწავლობ და სვლებს აუმჯობესებ, თუნდაც კიდევ უფრო კარგი სვლები არსებობდეს, შენ ანალიზზე დაფუძნებულ ცოდნას იძენ. Სწორედ ამის შესახებაა სტატია "რატომ არის დასმა და შეცდომების დაშვება სასარგებლო."
სწავლა ჭადრაკის სიღრმისეულად გაგებაში გეხმარება. ასეთი მიდგომაც და შეცდომების გამოსწორების მეთოდიც ეხმიანება რეალურ ცხოვრებისეულ პროცესებს, რომლის დროსაც მეცნიერები და ნოვატორები მუდმივ განვითარებას ცდილობენ. იმის გასარკვევად თუ როგორ არის დაკავშირებული ჭადრაკი ლოგიკურ აზროვნებასთან, პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობასთან და რისკების მენეჯმენტთან, წაიკითხე სტატია "შეუძლია თუ არა ჭადრაკს საბუნებისმეტყველო უნარების განვითარება?" ფიგურებს დიდოსტატებიც კი სვამენ, ასე რომ, თუ მსგავს შეცდომას დაუშვებ, ხელი არ ჩაიქნიო. ისწავლე ამ შეცდომებზე და მომავალში ნუღარ გაიმეორებ მათ.
Რა განსხვავებაა უზუსტობას, შეცდომასა და დასმას შორის? ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან სიმძიმის ხარისხით და იმ გავლენით, რასაც პარტიის შედეგზე ახდენენ.
უზუსტობა ცუდ სვლებს შორის ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელია. უზუსტობაა მისაღები სვლის გაკეთება მაშინ, როცა უკეთესი სვლის შესაძლებლობა არსებობს. ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე რაიმე მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ იღებს. პარტიის ნოტაციაში უზუსტობა კითხვა-ძახილის ნიშნით (?!) აღინიშნება.
შავების მე-7 სვლა აქ უზუსტობაა. მf6 უკეთესი სვლა იქნებოდა. თუ შემდეგ თეთრები კc6+ს ითამაშებდნენ, შავი მხედარი d7-უჯრაზე მივიდოდა და მეფეს გადაეფარებოდა.
Შეცდომა დამაზარალებელი სვლაა, თუმცა დასმაზე უარესი არაა. მას უარყოფითი ეფექტი აქვს, თუმცა პარტიისთვის გადამწყვეტი შედეგი არ მოაქვს. Შეცდომის დაშვების შემდეგ შესაძლოა მოიგო კიდეც, თუმცა პოზიციის შეფასება იმ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, იცვლება და მეტოქეს მეტი შანსები ეძლევა. პარტიის ნოტაციაში შეცდომა კითხვის ნიშნით (?) აღინიშნება. მაგალითების სანახავად გაეცანი სტატიას “10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა დამწყებ მოჭადრაკეებში”.
Როგორც უკვე მიხვდი, დასმა ყველაზე საშინელი სვლაა. ნებისმიერი სვლის გაკეთებამდე ყოველთვის ყველაფერი კარგად გათვალე. ასევე, გაითვალისწინე ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკის - ემანუელ ლასკერის რჩევა: “კარგ სვლას თუ დაინახავ, უკეთესი ეძებე”. თუ თითოეულ ნაბიჯს კარგად გათვლი, დასმას თავიდან აირიდებ. თუ მაინც დასვამ, ფარხმალი არ დაყარო და კვლავ მოგებაზე ითამაშე, რადგან შესაძლოა მოწინააღმდეგემ უარესი სვლა გააკეთოს. Რომც წააგო არაუშავს, მომდევნო პარტია და გამარჯვება ხომ წინ გაქვს.
ქვემოთ მოცემულ პოზიციაში თეთრების მიერ გაკეთებული როქი დასმაა, რადგან უდიდესი უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. თეთრებს კუთი b7-პაიკი უნდა აეყვანათ. კუ a-ეტლს დაემუქრებოდა ან c6-ზე ჩამოვიდოდა და შავ მეფეს ქიშს ეტყოდა (შედეგად ლაზიერს აიყვანდა, რადგან მას მეფის დასაცავად d7-ზე ჩაფარება მოუწევდა).
თეთრების როქი დასმაა.
Პარტიის დროს დასმის ასარიდებლად ყოველთვის გადაამოწმე მოწინააღმდეგის ფორსირებული სვლები. Შეუძლია თუ არა შენს ოპონენტს გითხრას ქიში და დაემუქროს შენს მეფეს, აიყვანოს პაიკი, ან განახორციელოს მუქარა? თუ ამ ყველაფერს უყურადღებოდ დატოვებ, ალბათ, მარტივ ტაქტიკურ შეცდომებსაც დაუშვებ.
დასმის თავიდან ასარიდებლად საუკეთესო გზა უკვე ნათამაშევი პარტიების გაანალიზება, ცუდი სვლების გარჩევა და შეცდომებზე სწავლაა. ChessKid-ი ანალიზის პროცესს ამარტივებს. შენ მიერ აქ ნათამაშევი თითოეული პარტია არქივში ინახება.
პარტიების გასაანალიზებლად გამოიყენე “პარტიების ანალიზის” ოფცია სექციიდან “სწავლა”, რომელსაც ChessKid-ის მთავარ გვერდზე იპოვი. გასაანალიზებელი პარტია თავად უნდა აირჩიო. როცა გათამაშებულ სვლებს ხელახლა გაივლი ანალიზის დაფა საუკეთესო ალტერნატიულ სვლებს გაჩვენებს. არასწორი სვლები შესაბამისი ნიშნებით იქნება აღნიშნული. დააკვირდი როგორ შეიცვლება პოზიციის შეფასება ანალიზის დაფაზე თითოეული უზუსტობის, შეცდომის თუ დასმის დროს.
შენ ასევე შეგიძლია გააანალიზო ისეთი პარტიები, რომლებიც ChessKid-ზე არ გათამაშებულა. ამისთვის ანალიზის დაფას გამოიყენებ და პორტატული პარტიის ნოტაციით ან PGN-ით სვლებს ატვირთავ. ამის შემდეგ ანალიზის დაფა მცდარ სვლებს და სწორ ალტერნატივებს გაჩვენებს.
გაიგე თუ როგორ უნდა აირიდო გავრცელებული დასმები ChessKid-ის ვიდეო-სერიიდან - “ყველაზე ხშირი ხაფანგები დებიუტში”.
ახლა უკვე იცი თუ რა არის დასმა და რით განსხვავდება ის შეცდომისა და უზუსტობისგან. ყველა ზემოაღნიშნული სვლა ამცირებს შენი გამარჯვების შანსს, ასე რომ, შეეცადე თავიდან აირიდო ისინი ძველი პარტიების გაანალიზებით და მცდარი სვლების გარჩევით.