საჭადრაკო გამბიტი

გინდა, რომ მეტოქეზე უპირატესობა პარტიის დასაწყისშივე მოიპოვო? თუ ასეა, მაშინ გამბიტები უნდა შეისწავლო. აი, ის, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანია:

რა არის გამბიტი?

გამბიტი არის სვლა ან სვლათა სერია დებიუტში, რომლის დროსაც მოთამაშე უპირატესობის მოპოვების მიზნით მატერიალურ ძალას თმობს. გამბიტში მოჭადრაკე, როგორც წესი, ერთ ან რამდენიმე პაიკს სწირავს. ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მიშვნელოვანი ფიგურებიც იწირება. გამბიტის გათამაშება შეუძლიათ როგორც თეთრებს, ასევე, შავებს.

Hanging pawn

დაკიდებული პაიკი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ მოწინააღმდეგე შენს გამოსაცდელად გამბიტს მიმართავს.

როცა ერთი მოთამაშე გამბიტს წამოიწყებს, მეორე მოთამაშეს შეუძლია მას აყვეს ან არ აყვეს. შესაბამისად, ის შეთავაზებულ მატერიალურ უპირატესობას ან მიიღებს ან უარყოფს.

რატომ ვიყენებთ გამბიტებს პარტიაში?

ძლიერი გამბიტი, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ლაზიერის გამბიტი, ძლიერი ცენტრის შექმნაში გვეხმარება. გარდა ამისა, გვეძლევა სხვა უპირატესობებიც: სწრაფი განვითარება, სივრცის კონტროლი, ფიგურების გააქტიურება, ტემპის მოპოვება, მეტოქისთვის სტრუქტურული სისუსტეების შექმნის შესაძლებლობა.  

მეორეს მხრივ, უნდა ვუფრთხილდეთ არასაიმედო გამბიტებს. ასეთია, მაგალითად, ერთ დროს პოპულარული მეფის გამბიტი, რომლის დროსაც დაკარგული მატერიალის სანაცვლოდ საკმარის კომპენსაციას ვერ ვიღებთ.

პოპულარული გამბიტები

Ზოგიერთი გამბიტი ძალიან პოპულარულია და შესაძლოა შენმა მოწინააღმდეგემ ის მხოლოდ შენს გამოსაცდელად წამოიწყოს. ასეთ შემთხვევებს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და სიფრთხილით ვუპასუხოთ. Შენც შეგიძლია წამოიწყო გამბიტი და გაარკვიო გაქვს თუ არა მეტოქეზე უპირატესობის მოპოვების შანსი. განვიხილოთ რამდენიმე ცნობილი გამბიტი:

ლაზიერის გამბიტი

ლაზიერის გამბიტი ცნობილი დებიუტია თეთრი ფიგურებით. ნეთფლიქსის სერიალის - “ლაზიერის გამბიტის” გამოსვლის შემდეგ ის კიდევ უფრო პოპულარული გახდა. ამ დებიუტის დროს პირველ სვლაზე ორივე ფერით მოთამაშეს ლაზიერის პაიკი ორ უჯრაზე გამოჰყავს. Შემდეგ თეთრები თამაშობენ 2.c4-ს, რითაც მეტოქეს c-პაიკის გაცვლას სთავაზობენ ცენტრალურ d-პაიკში. Მათ შემდეგში e2-e4-ის თამაში და ცენტრზე კონტროლის აღება აქვთ ჩაფიქრებული.

Queen's Gambit

ისე ჩანს, თითქოს თეთრები c-პაიკს სწირავენ, მაგრამ სინამდვილეში შავები მაგ პაიკს დანაკარგის გარეშე ვერ შეინარჩუნებენ. 

ეს გამბიტი ორნაირად შეიძლება გაგრძელდეს: როგორც მიღებული ლაზიერის გამბიტი და როგორც უარყოფილი ლაზიერის გამბიტი. Პირველ ვარიანტში შავები 2…dxc-ს თამაშობენ, ცენტრს დროებით თმობენ და აქცენტს ფიგურების განვითარებაზე აკეთებენ. Მეორე ვარიანტში შავებს თეთრი c-პაიკი არ აჰყავთ და d5-უჯრის შესანარჩუნებლად დაცვას აძლიერებენ.

ენგლუნდის გამბიტი

ენგლუნდის გამბიტი შვედი მოჭადრაკის - ფრიც კარლ ანტონ ენგლუნდის (1871–1933) სახელობისაა. ეს არის უჩვეულო დებიუტი ლაზიერის პაიკით. თეთრების 1.d4-ს შავები 1…e5-ით პასუხობენ და პაიკს სწირავენ, რათა თავიდან აირიდონ ტრადიციული დახურული თამაში ლაზიერის პაიკით.

Englund Gambit

პაიკის ასეთი შეწირვა შავებისთვის სრულიად უსარგებლოა, რადგან თეთრები სწორი თამაშის შემთხვევაში პაიკის შენარჩუნებას შეძლებენ. Მეორე სვლაზე თეთრებმა აუცილებლად 2.dxe უნდა ითამაშონ, მესამე სვლაზე 3.მf3-ის თამაშით კი, პაიკის დაცვას უკვე მარტივად მოახერხებენ. Მიუხედავად ამისა, შავები, ნაკლები პაიკითაც კი, ქმნიან ღია თამაშს გარკვეული ტაქტიკური შანსებით.

მეფის გამბიტი

Მეფის გამბიტი, ერთ დროს პოპულარული დებიუტი, თეთრების მძაფრი შეტევაა მეტოქის მეფის ფლანგზე. განვითარებაში უპირატესობის მოსაპოვებლად, თეთრები e-პაიკს სწირავენ. ამ დებიუტში ორივე ფერით მოთამაშეს პირველ სვლაზე მეფის პაიკი გამოჰყავს ორ უჯრაზე. ამის Შემდეგ თეთრები 2.f4-ს თამაშობენ და მეტოქეს სთავაზობენ f-პაიკის გაცვლას ცენტრალურ e-პაიკში. Მათ შემდეგში d2-d4-ის თამაში და ცენტრზე კონტროლის აღება აქვთ ჩაფიქრებული.

King's Gambit

შავები ამ შეწირვას, ძირითადად, იღებენ ხოლმე, თუმცა უარყოფაც შეუძლიათ. უარყოფისთვის მეორე სვლაზე 2…კc5 უნდა ითამაშონ. ეს მეტისმეტად აგრესიული გამბიტი ძველებურად პოპულარული აღარ არის, რადგან ის თეთრების მეფის მხარეს აშიშვლებს და შავებს გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობას აძლევს. როგორც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი - ანატოლი კარპოვი იტყოდა, მეფის გამბიტში მარცხის წვნევა მარტივია. ერთი გაუფრთხილებელი სვლა და შავები უფსკრულის პირას აღმოჩნდებიან.

"მეფის გამბიტში მარცხის წვნევა მარტივია" -
- დიდოსტატი ანატოლი კარპოვი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი

ბოტეზის გამბიტი

Სიმართლე გითხრათ, ბოტეზის გამბიტი არასწორი დასახელებაა, რადგან ეს სულაც არ არის გამბიტი. ეს არის მომენტი ჭადრაკში, რომლის დროსაც მოთამაშე ლაზიერს სვამს.

დასახელება ქალთა საერთაშორისო დიდოსტატის - ალექსანდრა ბოტეზის სახელს უკავშირდება. ის ცნობილი საჭადრაკო სტრიმერი და Twitch-ის არხის - BotezLive-ის შემქმნელია. Ალექსანდრა სტრიმების დროს გამუდმებით სვამდა ლაზიერს და მაყურებელმა ამგვარ დასმას ბოტეზის გამბიტი შეარქვა. სახელწოდება პოპულარული გახდა Მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის გამბიტი ტრადიციული გაგებით. Მოთამაშე ლაზიერს განზრახ არ კარგავს და ვერც საჭირო კომპენსაციას იღებს.

Botez Gambit
საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის - ალექსანდრა ბოტეზი ყალბი გამბიტის თანამოსახელეა.

ტერმინი “ბოტეზის გამბიტი” ძალიან პოპულარულია საჭადრაკო სტრიმერებში, რომლებიც ონლაინ-ტურნირებში იღებენ მონაწილეობას. ის მათი ლექსიკონის განუყოფელი ნაწილია.

ბოლოთქმა

გამბიტი საჭადრაკო პარტიის ადრეულ ეტაპზე უპირატესობის მოპოვების საშუალებაა. Შეგიძლია შენც სცადო თუ შეტევაზე სწრაფად გადასვლა გიყვარს და მცირე მატერიალურ დანაკარგს არაფრად აგდებ. Მეტი ინფორმაციისთვის უყურე ChessKid-ის ვიდეოს სახელწოდებით “გამბიტები.”

 

ვიდეო საჭადრაკო გამბიტზე