მეფე

რამდენად დიდი დატვირთვა აქვს მეფეს ჭადრაკში? პარტიის შედეგი მეფის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭადრაკო ფიგურაა. მიუხედავად ამისა, მეფე ძალიან ნელა დადის და როგორც წესი, მხოლოდ ერთ უჯრაზე გადაადგილდება. რა უნდა ვიცოდეთ მეფის შესახებ?

რომელ უჯრაზე დგას მეფე?

პარტიის დასაწყისში მეფეები e-ვერტიკალის პირველ და ბოლო უჯრებზე დგანან. (ხომ იცი როგორ არის დაყოფილი კვადრატები საჭადრაკო დაფაზე? თუ არ იცი, წაიკითხე სტატია "როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი.") რახან ლაზიერი თავისივე ფერის უჯრიდან იწყებს თამაშს, მეფეს საპირისპირო ფერის კვადრატზე უწევს დადგომა. გამოდის, რომ საწყის პოზიციაში თეთრი მეფე შავ უჯრაზე დგას, შავი კი - თეთრზე.

Starting position of all pieces in chess

მეფე ლაზიერსა და კუს შორის დგას, მის წინ კი პაიკების ჯარია ჩაყენებული, შესაბამისად, პარტიის დასაწყისში მას სვლის გაკეთება არ შეუძლია და ეს არც არის სასურველი. მეფის უსაფრთხოების მიზნით საწყის ეტაპზე ამ ფიგურით მხოლოდ სპეციალური სვლა - როქი უნდა გაკეთდეს. როგორც დაფაზე ხედავთ, თეთრი მეფისთვის საწყისი უჯრა არის e1, ხოლო შავი მეფისთვის - e8.

Starting positions of kings in chess

როგორ მოძრაობს მეფე

ლაზიერის მსგავსად, მეფესაც ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია გადაადგილება: ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად და დიაგონალურად. მიუხედავად ამისა, სხვა ფიგურებთან შედარებით, მისი მოძრაობა საკმაოდ შეზღუდულია. ლაზიერისგან განსხვავებით, რომელსაც ნებისმიერი მანძილის დაფარვა შეუძლია (თუ, რა თქმა უნდა გზაზე მეტოქის ფიგურა არ ეღობება), მეფეს მხოლოდ ერთ უჯრაზე გადაადგილების უფლება აქვს. 

Spaces with the king can move
მეფეს შეუძლია მივიდეს ნებისმიერ თავისუფალ მომიჯნავე უჯრაზე, რომელიც არ არის ქიშის ქვეშ.
 

როგორ იცავს როქი მეფეს

არსებობს განსაკუთრებული სვლა - როქი, რომლის დროსაც მეფეს შეუძლია ორ უჯრაზე გადავიდეს და რომლის გასაკეთებლადაც საჭიროა კიდევ ერთი ფიგურა - ეტლი. ამ სვლისთვის, როგორც წესი, მეფის ფლანგს ირჩევენ ხოლმე, მაგრამ როქირება ლაზიერის ფლანგზეც შესაძლებელია. პირველი მოძრაობა მეფით კეთდება, რის შემდეგაც ეტლი საჭადრაკო დაფის კუთხეს ტოვებს, მეფის მეორე მხარეზე გადადის და მის გვერდით დგება. შედეგად მეფე წინიდან პაიკებით, ხოლო გვერდიდან ეტლითაა დაცული. როქის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ამ ვიდეოს უყურეთ.

King in jail
როქის შემდეგ მეფე, შესაძლოა, ციხეში გამოკეტილ ტყვეს ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ის მისივე უსაფრთხოების მიზნითაა მცველებით გარშემორტყმული. 

რატომ არის მეფე განსაკუთრებული ფიგურა

უკვე ვიცით, რომ მეფეს განსაკუთრებული სვლის გაკეთების უფლება აქვს, მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, რაც მას განსაკუთრებულ ფიგურად აქცევს. საჭადრაკო ამალის ყველა სხვა წევრისგან განსხვავებით, მეფის აყვანა შეუძლებელია. ის ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც დაფიდან ვერავინ და ვერაფერი განდევნის.

 

როდის აქვს მეფეს ქიში

მეფეზე თავდასხმა ქიშს ნიშნავს. ასეთ დროს მან თავი უნდა დაიცვას. ამისთვის არსებობს სამი გზა. პირველი: ავიყვანოთ მეტოქის ის ფიგურა, რომელიც ქიშს გვეუბნება; მეორე: ჩავაფაროთ ფიგურა; მესამე: გადავიყვანოთ მეფე უსაფრთხო უჯრაზე. მეფეს ქიშზე გავლის უფლება არ აქვს (ეს წესია). ქვემოთ მოცემულია პოზიცია ქიშით. რა და რა გზებით შეუძლია მეფეს მუქარის აცილება?

King in check
მეფეს ქიშის აცილების ორი გზა აქვს. მას შეუძლია აიყვანოს შავი კუ ან გადავიდეს უსაფრთხო d2 უჯრაზე. 
 

ფიგურები, რომელთა ღირებულებაც ქულებით განისაზღვრება (მაგალითად ეტლი, რომელსაც 5 ქულა აქვს მინიჭებული), მეფისგან ცალკე დგანან. მეფე, მათგან განსხვავებით, ქულებით არ ფასდება, რადგან პარტიის სათამაშოდ მისი დაფაზე ყოფნა აუცილებელია. თუ ის ქიშს თავს ვერ დააღწევს, თამაში დასრულებულია. 

Black king with measuring stick
მართალია, მეფის ღირებულება სხვებისგან განსხვავებით ქულებით არ იზომება, მაგრამ მას სურს მიგვანიშნოს, რომ ნებისმიერ საჭადრაკო ფიგურაზე უფრო მაღლა დგას. 

სად არის მეფის სუსტი წერტილი

მეორე და მეშვიდე ჰორიზონტალებზე განლაგებული ფიგურები მეფის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ f2 და f7 პაიკების სისუსტე. პარტიის საწყის ეტაპზე მათ მხოლოდ მეფე იცავთ, ამიტომ ზოგჯერ მათ უჯრებზე სწრაფი შამათები ისმევა, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ოთხსვლიანი შამათი

შეგიძლია იხილო სულელების შამათი, სადაც f2-უჯრის სისუსტეს პარტიის სწრაფ დასასრულამდე მივყავართ.

 

მეფის როლი ენდშპილში

თუ იცი რამდენად მნიშვნელოვანია მეფის როლი ენდშპილში? როდესაც ფიგურების უმრავლესობა დაფას ტოვებს, მასზე თავდასხმა უფრო რთული ხდება. ამასთანავე, მეფეს მეტოქის სუსტ პაიკებზე შეტევის და გამსვლელი პაიკების დაბლოკვის შესაძლებლობა უჩნდება. მან მნიშვნელოვანი უჯრების კონტროლი, საკუთარი ფიგურების დაცვა და მეტოქის მეფის მოძრაობის შეზღუდვაც კი შეიძლება მოახერხოს.

გაითვალისწინე, რომ როდესაც შენს მეფეს დაფაზე ცენტრალური უჯრა უკავია, მეტოქის მეფეს ეს შესაძლებლობა ერთმევა. თამაშის ბოლო ეტაპზე საკუთარი მეფე უნდა გავააქტიუროთ, მოწინააღმდეგისას კი მოძრაობის საშუალება შევუზღუდოთ. ენდშპილში ეს გადამწყვეტია. იხილე სტატია “როგორ მოვიგოთ მეფის დახმარებით” და გაიგე მეტი.

დასკვნა

ჩვენ უკვე ვიცით როგორია მეფის როლი საჭადრაკო პარტიაში - შეუცვლელი და გარდაუვლად აუცილებელი. გავიგეთ ისიც, თუ როგორია მეფის საწყისი პოზიცია, მისი მოძრაობის წესები და დაცვის გზები. 

ვიდეო მეფეზე