მხედარი

შეიძლება მხედარი ყველაზე ძლიერი საჭადრაკო ფიგურა არ არის, მაგრამ ყველაზე თავდაჯერებულად ნამდვილად გამოიყურება! გავიგოთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ეს მოქნილი ახალგაზრდა, რათა უფრო და უფრო მეტი პარტიის მოგება შევძლოთ.


რომელ ფიგურას ვუწოდებთ მხედარს?

მხედარი ის ფიგურაა ცხენს რომ ჰგავს. პარტიის დასაწყისში თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰყავს. ისინი ეტლებსა და კუებს შორის იკავებენ ადგილს.

The chess knight.

მხედარი (კუს მსგავსად) დაბალი ღირებულების ფიგურაა. მას სამი ქულა აქვს მინიჭებული და ფასეულობით კუს ან სამ პაიკს უტოლდება, ხოლო ეტლს და ლაზიერს - ჩამორჩება. 

როგორ მოძრაობს მხედარი?

მხედარი მოძრაობის წესებითაც ისეთივე უნიკალურია, როგორიც შეხედულებით. ის ერთადერთი ფიგურაა, რომელიც სწორ ხაზებზე არ დადის. მხედარი დგამს ორ ნაბიჯს ერთი მიმართულებით, შემდეგ უხვევს და კიდევ ერთ ნაბიჯს ამატებს. შესაბამისად, მისი საწყისი უჯრის ფერი ყოველთვის განსხვავდება იმ უჯრის ფერისგან, რომელზეც ეშვება.

The knight's movement.

მხედრის მოძრაობის წესის მარტივად დასამახსოვრებლად შეგვიძლია ლათინური ასო "L" მოვიშველიოთ. მხედარს გადაადგილების დროს ხელში კალამი რომ ეჭიროს, სწორედ ამ ასოს მოხაზავდა! 

The knight moves in a capital L-shape.

მხედრის მოძრაობის წესი მხოლოდ მიმართულების ფორმით არ გამოირჩევა. საჭადრაკო დაფაზე ის ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია გადაახტეს სხვა ფიგურებს, თუნდაც ყველაზე მაღალ მეფეს და ლაზიერს! აყვანით კი, მხოლოდ ის აჰყავს, ვის უჯრაზეც ეშვება.

The knight can jump over other pieces.

ჩანგალი, ხრამუნი და შამათი!

მხედარი იდეალური ფიგურაა მოწინააღმდეგის ჩანგალზე წამოსაგებად. ჩანგალი ერთ-ერთია არსებული საჭადრაკო ტაქტიკებიდან. მხედარი განსხვავებულად მოძრაობს და დაბალი ღირებულება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა ეძებო ტაქტიკური მანევრირების და შედეგად მეტოქის ფიგურის შეხრამუნების გზა!

The knight is good at delivering forks.

მხედარი ასევე ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც ყველაზე გიჟური - დახშული შამათის ჩასმა შეუძლია. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა მეფე საკუთარი ფიგურებითაა გარშემორტყმული და მხედრის ქიშს ვერსად გაურბის.

The knight can give a smothered mate.

აჩვენე რა შეუძლია მხედარს

დროა გვაჩვენო თუ რა გაიგე მხედრის რაობისა და მოძრაობის წესების შესახებ! ამოხსენი ქვემოთ მოცემული თავსატეხები და დაამტკიცე, რომ შეუპოვარი მებრძოლი ხარ.

თავსატეხი 01: იპოვე თეთრი პაიკების მხედრით აყვანის უსწრაფესი გზა! 

თავსატეხი 02: შეგიძლია ორ შავ ფიგურას ერთდროულად დაესხა თავს მხედრით? 

 

ბოლოთქმა

შენ უკვე იცი თუ რომელი ფიგურაა მხედარი, როგორ მოძრაობს ის და როგორ ახერხებს მეტოქის ჩანგალზე წამოგებას თუ დაშამათებას. ახლა გაკვეთილების გვერდზე გადადი და სხვა საჭადრაკო ფიგურები და მათი გამოყენების წესები შეისწავლე!

 

ვიდეო მხედარზე