საჭადრაკო ნოტაცია

გარდა ამისა, მეტი შთაგონებისა და სიღრმისთვის, მოჭადრაკეებმა ხშირად უნდა გაარჩიონ ძველი დიდოსტატების პარტიები, რაც შეუძლებელია საჭადრაკო ნოტაციის გარეშე.

თუ ამ სისტემაში ვერ ერკვევი, შენი, როგორც მოჭადრაკის წინსვლა შეფერხდება. აი ის, რისი ცოდნაც გჭირდება:

Castling in chess.

როგორ იწერება როქი? (როქი მეფის ფლანგზე, რომელიც ამ გრაფიკაზეა დემონსტრირებული, იწერება ასე: O-O).

რა არის საჭადრაკო ნოტაცია?

მარტივად რომ ვთქვათ, საჭადრაკო ნოტაცია, სვლების ჩაწერის და აღწერის სისტემაა. არსებობს ნოტაციის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის აღწერილობითი და ალგებრული. ყველაზე ხშირად, ეს უკანასკნელი გამოიყენება. 

ცოცხალი ტურნირები საჭადრაკო სვლების ხელით ჩაწერას ითხოვენ. ChessKid-ზე ამას თქვენ მაგივრად პროგრამა აკეთებს! ვებ-გვერდზე თამაშის დროს სვლები გაკეთებისთანავე ავტომატურად იწერება მონიტორზე.

ChessKid records each move automatically to review after a game is over

რადგანაც ChessKid-ი ყველა სვლას ავტომატურ რეჟიმში, ალგებრული ნოტაციით იწერს, მოგვიანებით, შეცდომების გაანალიზების მიზნით, მათი გადახედვა და გარჩევაც მარტივია. 

რა არის ალგებრული ნოტაცია?

საჭადრაკო სვლების ჩაწერის დღეისათვის აღიარებული მეთოდი ალგებრული ნოტაციაა. ეს სისტემა ჭადრაკის დაფაზე უჯრების იდენტიფიცირებისთვის კოორდინატებს იყენებს. თითოეული კვადრატი აღინიშნება ასოთი და ციფრით, დანახულით თეთრების პერსპექტივიდან.

ასო მიუთითებს იმ ვერტიკალზე, რომელზეც ამოსაცნობი უჯრა მდებარეობს. ვერტიკალები ჭადრაკის დაფაზე აღნიშნულია ასოებით a-დან h-ის ჩათვლით თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივ თეთრების თვალთახედვიდან. ციფრი მიუთითებს იმ ჰორიზონტალზე, რომელზეც ამოსაცნობი უჯრა მდებარეობს. ჰორიზონტალები ჭადრაკის დაფაზე დანომრილია რიცხვებით 1-დან 8-მდე თანმიმდევრობით ქვემოდან ზემოთ, ასევე თეთრების თვალთახედვიდან.

შესაბამისად, თეთრების პერსპექტივიდან დანახული მარცხენა ქვედა კუთხის უჯრა არის a1 და შავების პერსპექტივიდან დანახული მარცხენა ქვედა კუთხის უჯრა არის h8. სტატია "როგორ ვითამაშოთ ჭადრაკი" დაგეხმარებათ, რომ გაიგოთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა სიმბოლოებით აღინიშნება კვადრატები საჭადრაკო დაფაზე.

Start Chess Game

თითოეული უჯრა იდენტიფიცირდება ასოთი და ციფრით თეთრების პერსპექტივიდან.

აღწერილობითი ნოტაცია, რომელსაც ფიდე 1981 წლიდან აღარ აღიარებს, ჩაანაცვლა ალგებრულმა ნოტაციამ. ტერმინი ტექნიკურად არასწორია, რადგან ამ სისტემას ალგებრასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, სახელწოდების სტანდარტული ნოტაციით შეცვლის ინიციატივამ არ გაამართლა.

საჭადრაკო ფიგურები, გარდა პაიკებისა, ინიციალებით იწერება. კერძოდ, მხედარი - მ, კუ - კ, ეტლი - ე, ლაზიერი - ლ, ხოლო მეფე - მფ (მხედარში რომ არ აგვერიოს). პაიკი აღინიშნება იმ უჯრის დასახელებით, რომელზეც ის მიდის (აყვანის შემთხვევაში გამოიყენება დამატებითი სიმბოლო, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ).

ფიგურა ნოტაცია
მეფე მფ
ლაზიერი
ეტლი
კუ
მხედარი მ 
პაიკი (ნოტაციის გარეშე)

 

საჭადრაკო ნოტაცია, ანუ სვლის ჩანაწერი, აერთიანებს ფიგურის ინიციალს და იმ უჯრის დასახელებას, რომელზეც ეს ფიგურა მიდის. მაგალითად, მf3, რომელიც თეთრების ერთ-ერთი პოპულარული სადებიუტო სვლაა, გვეუბნება, რომ მეფის ფლანგის მხედარი მივიდა f3 უჯრაზე. თუ სვლის გაკეთების დროს ფიგურა აგვყავს, ინიციალსა და უჯრის დასახელებას შორის x სიმბოლოს ვსვამთ. მაგალითად, მxe5 ნიშნავს, რომ მხედარმა e5 უჯრაზე მეტოქის ფიგურა აიყვანა.

პაიკის შემთხვევაში, ნოტაციაში იმ ვერტიკალის დასახელებაც იწერება, რომლიდანაც ის სვლის გასაკეთებლად მიდის. მაგალითად exf ან exf5 მიუთითებს იმაზე, რომ პაიკი e ვერტიკალიდან გადავიდა f ვერტიკალზე ან f5 უჯრაზე და ფიგურა აიყვანა.

Chess Knights

ალგებრულ ნოტაციაში მხედარი მ ასოთი აღინიშნება.

ხანდახან, დაბნეულობის თავიდან ასარიდებლად, იმაზე მეტი ინფორმაციაა საჭირო, ვიდრე მხოლოდ იმ უჯრის ცოდნაა, რომელზეც ფიგურა მიდის. მაგალითად, თუ თეთრებს ბოლო ჰორიზონტალზე ორი ეტლი ჰყავთ და ორივე მათგანს შეუძლია ერთსა და იმავე ვერტიკალზე მისვლა, ფიგურის საწყისი კვადრატიც უნდა მივუთითოთ, რომ მივხვდეთ რომელ ეტლზეა საუბარი. დავუშვათ, a ვერტიკალზე მდგომი ეტლი მიდის e1 უჯრაზე (რომელზეც მეორე ეტლსაც შეუძლია მისვლა). ასეთ შემთხვევაში სვლა შემდეგნაირად ჩაიწერება: ეae1.

იშვიათად, თუმცა მაინც ხდება ხოლმე ისიც, რომ ერთ ვერტიკალზე მდგომ ორ ერთნაირ ფიგურას ერთსა და იმავე უჯრაზე მისვლა შეუძლია. ასეთ დროს ნოტაციას კვლავ ინიციალით ვიწყებთ, შემდეგ ვწერთ ჰორიზონტალის ნომერს და მხოლოდ ამის მერე ვუთითებთ უჯრას, რომელზეც ფიგურა მიდის.

მაგალითად, თუ ორივე თეთრი მხედარი f ვერტიკალზე დგას და ორივეს შეუძლია d2-ზე მისვლა (იხილეთ ქვემოთ მოცემული პოზიცია), ნოტაცია მ1d2 ნათელს გახდის, რომ d2 უჯრაზე f1-ზე მდგარი მხედარი მიდის. 

f1-მხედრის მისვლა d2-ზე უნდა ჩაიწეროს, როგორც მ1d2, რადგან f3-მხედარსაც შეუძლია მივიდეს d2 უჯრაზე.

რატომ არის სვლების ჩაწერა მნიშვნელოვანი?

შეჯიბრში მონაწილეობის დროს ყველა მოჭადრაკე ვალდებულია ჩაიწეროს პარტია ალგებრული ნოტაციით სპეციალურ ბლანკზე. თუ სვლების წერა არ იცით, მნიშვნელოვან საჭადრაკო ტურნირებში ვერ ითამაშებთ.

საჭადრაკო ნოტაცია მნიშვნელოვანია პარტიის თამაშის დროს წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. მაგალითად, სადავო სვლის დროს საჭიროა ჩანაწერის ნახვა, რათა გაირკვეს თუ რა სვლები გაკეთდა აქამდე. პარტიის ამსახველი დოკუმენტის არსებობა უფრო საიმედოა, ვიდრე მეხსიერებაზე დაყრდნობა. 

Chess notation scoresheet

საჭადრაკო ბლანკი, რომელზეც სვლები იწერება.

საჭადრაკო ნოტაცია ყველა მოჭადრაკისთვის პროფესიონალური განათლების ნაწილია. სვლების ჩაწერის არცოდნა, როგორც წესი, მოთამაშის დილეტანტობაზე მიუთითებს. თუ თამაში კარგად გესმის, ნოტაციაც უნდა შეგეძლოს.

უფრო მეტიც, ნოტაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჭადრაკის მწვრთნელები, რადგან ისინი ბავშვებს თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. მოსწავლეების მიერ გათამაშებული პარტიების გასაანალიზებლად სვლების ჩანაწერების ნახვა აუცილებელია. მწვრთნელის მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად წაიკითხეთ სტატია "ღირს თუ არა მწვრთნელის აყვანა?" .

National master James Canty, a chess coach for Chesskid.com looking at a few chess books

ChessKid-ის მწვრთნელი, ეროვნული ოსტატი ჯეიმს კანტი, ისევე, როგორც ჭადრაკის სხვა მწვრთნელები, ნოტაციის დახმარებით მოსწავლეებს უკეთ ამზადებს.

რა სიმბოლოებს ვიყენებთ ნოტაციაში?

გარდა x-ისა, რომელიც აყვანაზე მიუთითებს, ნოტაციაში სხვა სიმბოლოებიც გამოიყენება. მაგალითად, + ქიშს აღნიშნავს, ხოლო # შამათს. ეს და სხვა სპეციალური ნიშნები ბლანკზე სვლის აღმნიშვნელი ჩანაწერის გვერდით ისმევა. 

სიმბოლოები, რომლებიც ხშირად გამოიყენება:

მაგალითად, ქვემოთ მოცემული სულელთა შამათი ასე ჩაიწერება: 1. f3 e5 2. g4 ლh4#. როგორც ხედავთ, ბოლო სვლის ჩანაწერი, შამათის აღსანიშნავად # სიმბოლოს შეიცავს. 

ბოლო სვლის ჩანიშვნის შემდეგ საჭადრაკო ნოტაციაში შედეგი იწერება. მაგალითად, ასე: 1-0 (რაც თეთრების მოგებას ნიშნავს), 0-1 (შავების მოგება), ან ½-½ (ყაიმი). პატი რაიმე სპეციალური ნიშნით ან სიმბოლოთი არ აღინიშნება.

როგორ იწერება კომპლექსური სვლა?

სპეციალური სიმბოლოები მხოლოდ სვლების მნიშვნელობის აღსანიშნად არ გამოიყენება. ისინი ისეთი კომპლექსური სვლების ჩასაწერადაც გვჭირდება, როგორიცაა როქი. როქის ნოტაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მხარეზე კეთდება ის. როქი მეფის ფლანგზე იწერება ასე: 0-0; როქი ლაზიერის ფლანგზე იწერება ასე: 0-0-0. ნულების რაოდენობა იმ უჯრების რაოდენობის შესატყვისია, რომლებსაც ეტლი გაივლის. 

კიდევ ერთი კომპლექსური სვლაა ლაზიერში გასვლა, რომლის ჩასაწერადაც ვიყენებთ ტოლობის ნიშანს და ლაზიერის ინიციალს. მაგალითად, d8=ლ ნიშნავს, რომ პაიკი d7-დან d8-ზე მივიდა და დედოფლად გადაიქცა.

Pawn Promotion Chess

მორიგი კომპლექსური სვლა პაიკის მონაწილეობით არის გავლით აყვანა, თუმცა მის აღსანიშნად განსაკუთრებულ სიმბოლოს არ ვიყენებთ. ამ სვლას ისევე ვინიშნავთ, როგორც ნებისმიერ სხვა აყვანას პაიკით, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვწერთ იმ უჯრას, რომელზეც პაიკი აყვანის შემდეგ გადადის და არა იმას, რომელზეც აყვანილი პაიკი იდგა. ქვემოთ მოცემულ პოზიციაში ნაჩვენები გავლით აყვანა ჩაიწერება ასე: dxc6.

The en passant capture in chess.

საინტერესოა, რომ საჭადრაკო მახეები (როგორებიცაა მაგალითად, ლეგალის მახენოეს კიდობნის მახე) და ტაქტიკები (როგორებიცაა დაბმაჩანგალი) ნოტაციაში სპეციალური სიმბოლოებით არ აღინიშნება.

ნოტაციის სხვა სახეები

ალგებრული ნოტაციის დიდი პოპულარობის მიუხედავად საჭადრაკო სვლების ჩაწერის სხვა სისტემებიც საკმაოდ ხშირად გვხვდება. 

ფიგურული ალგებრული ნოტაციის შემთხვევაში ფიგურების ინიციალები, რომლებიც ყველა ენაზე სხვადასხვაა, ჩანაცვლებულია მათი უნივერსალური სიმბოლოებით. მაგალითად, მხედრისთვის ასეთი სიმბოლოა ♞. ფიგურული ალგებრული ნოტაციის ნიშნები ნაწილია იმ უნიკალური კოდისა, რომელიც მოიცავს ასტროლოგიური, მუსიკალური, პოლიტიკური, რელიგიური, ამინდის და უამრავი სხვა მიმართულების სიმბოლურ გამოსახულებებს.

1980 წლამდე საჭადრაკო ლიტერატურა ძირითადად აღწერილობით ნოტაციას იყენებდა. ამ სისტემის მიხედვით თითოეულ უჯრას ორი სახელი აქვს - ერთი თეთრების პერსპექტივიდან თეთრების სვლებისთვის, მეორე შავების პერსპექტივიდან შავების სვლებისთვის. 

დასკვნა

საჭადრაკო ნოტაცია, ანუ სვლების ჩაწერისა და აღწერის სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანი რამაა ყველა მოჭადრაკისთვის, განსაკუთრებით ტურნირში მონაწილეობის დროს. ნოტაციის ცოდნა შესაძლებლობას გაძლევთ შეისწავლოთ და გააანალიზოთ როგორც ლეგენდარული დიდოსტატების მიერ ნათამაშევი, ასევე საკუთარი პარტიები.

ვიდეო საჭადრაკო ნოტაციაზე