საჭადრაკო პარტიის საწყის ეტაპს დებიუტი ჰქვია. თამაშის მომდევნო ორი ფაზისგან, მიტელშპილისა და ენდშპილისგან განსხვავებით, ის ძირითადად სტანდარტული სვლებისგან შედგება და დროით გამოცდილ საჭადრაკო თეორიას მიჰყვება. ყველა დებიუტს თავისი სახელი აქვს. ეს სახელები მეტწილად დაკავშირებულია იმ მოჭადრაკეებთან, რომელთაც ამ დებიუტებს სახელი გაუთქვეს ან იმ ადგილებთან, სადაც ისინი პირველად გათამაშდა.
რადგან თამაშს თეთრი ფიგურები იწყებენ, დებიუტში მათ მცირე უპირატესობა აქვთ. მათ შესაძლოა პირველი თავდასხმის საშუალება მიეცეთ. მეორეს მხრივ, შავები გათანაბრებას ცდილობენ და მხარეებს შორის დისბალანსს ქმნიან, რაც შესაძლოა მოგვიანებით წაადგეთ.
ტურნირში ჩართვამდე დებიუტების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.
დებიუტის მნიშვნელობა და მისი პრინციპები უნდა ესმოდეს ნებისმიერ მოჭადრაკეს, დამწყებს თუ შემდგარ პროფესიონალს. დებიუტის მთავარი პრინციპები:
ცენტრის კონტროლის საუკეთესო მეთოდი შუა დაფაზე პაიკებით მისვლაა, განსაკუთრებით d და e ვერტიკალებზე (დიახ, უჯრებს სახელები აქვთ). ცენტრის კონტროლი მოთამაშეს ფიგურების განვითარების საშუალებას აძლევს (რაც დებიუტის შემდეგი პრინციპია). კერძოდ, როცა მეფის და ლაზიერის პაიკები გვყავს გამოყვანილი, კუების განვითარებასაც შევძლებთ.
მოთამაშეს, რომელიც ცენტრს აკონტროლებს, შეუძლია ხელი შეუშალოს მეტოქეს ფიგურების განვითარებაში. თუ მოწინააღმდეგეს ორი ერთობლივად მოქმედი პაიკი ჰყავს, რომელთაც მხედრის შეშინება შეუძლიათ, ეს განგაშის საფუძველია.
გინახავს პაიკები, რომლებიც თოვლმზიდი მანქანასავით მუშაობენ?
დებიუტში ფიგურები ისეთ უჯრებზე უნდა განვალაგოთ, რომ პარტიის მომდევნო ეტაპებზე სარგებელი მოგვიტანონ. მხედრები, ჩვეულებრივ პირველები გამოდიან წინ, რადგან პაიკები მათ მოძრაობას არ უზღუდავს. ფიანკეტო პოპულარული ხერხია კუს თამაშში შემოსაყვანად. დებიუტების უმრავლესობა მხედრებს და კუებს ადრეულ ეტაპზევე ავითარებს, ლაზიერებს და ეტლებს კი, თამაშში გვიან რთავენ. ფიგურებმა მოძრაობის პროცესში კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ, რათა მოწინააღმდეგის სისუსტეები აღმოაჩინონ და სათავისოდ გამოიყენონ.
მხედარი ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია სხვა ფიგურებს გადაახტეს.
დებიუტი ხშირად გვთავაზობს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მეფის უსაფრთხოებას გააძლიერებს და მას თავდასხმებს აარიდებს. რადგანაც როქი არა მხოლოდ მეფის დაცვას, არამედ ეტლის განვითარებასაც უზრუნველყოფს, ის თამაშის საწყის ეტაპზევე კეთდება.
როქის დროს მეფე მარჯვნივ ან მარცხნივ ორ უჯრაზე გადადის, ეტლი კი - მას თავზე ახტება და მეორე მხარეზე იკალათებს.
მართალია, ზოგიერთი დებიუტი შეიცავს გამბიტს, რომლის დროსაც მოთამაშე პოზიციური უპირატესობის მოსაპოვებლად ან სწრაფ თავდასხმაზე გადასასვლელად პაიკს წირავს, მაგრამ პაიკით გაკეთებული ნებისმიერი სვლა სისუსტეების თავიდან არიდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მაგალითად, ის არ უნდა დავკარგოთ კომპენსაციის გარეშე და არ უნდა აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციებში, როგორებიცაა იზოლაცია, გაორება ან ჩამორჩენა.
დაკიდებული პაიკი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ შენი მოწინააღმდეგე გამბიტის საშუალებით შენს ცოდნას ამოწმებს.
დებიუტის მთავარ პრინციპებთან ერთად უნდა ვიცოდეთ ორი მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება:
მთავარი პრინციპების დაცვის შემთხვევაში დებიუტი ცენტრალური უჯრების კონტროლის, სივრცული უპირატესობის მოპოვების, მოწინააღმდეგის პაიკთა სტრუქტურაში სისუსტის გაჩენის და სასურველი გაცვლების (მაგალითად, წყვილი კუს აყვანის) შესაძლებლობას გვაძლევს.
მხიარულების ოსტატი მაიკი დებიუტის პრინციპებს უფრო ვრცლად გვიხსნის ორ-ნაწილიან ვიდეო-სერიაში: “ნაწილი I” და “ნაწილი II.” საერთაშორისო ოსტატი დევიდ პრუსი კი, თავის სტატიაში დებიუტის სტანდარტულ მახეებს გვაცნობს.
მართალია, ლაზიერი უძლიერესი ფიგურაა ბრძოლაში გამოსაყენებლად, მაგრამ თამაშში მისი ნაადრევად შეყვანა გაუმართლებელია.
ბევრ მოჭადრაკეს აქვს თავისი საყვარელი დებიუტი, რომლითაც ისეთ პოზიციაში გადადის, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დებიუტის ცოდნა მოთამაშეს არასასურველ პოზიციაში აყენებს, რადგან საუკეთესო დებიუტი, როგორც ასეთი, არ არსებობს და მოწინააღმდეგეს ყოველთვის შეუძლია კარგად დაიცვას თავი. თუმცაღა, მაინც არსებობს რამდენიმე განსაკუთრებულად პოპულარული დებიუტი, მაგალითად, ლაზიერის გამბიტი.
თეთრებით რეკომენდებულია შევისწავლოთ შემდეგი დებიუტები (თითოეული დებიუტისთვის მოცემულია დაფა და საწყისი სვლები):
შავებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი დაცვების ცოდნა:
ნაცვლად იმისა რომ ვიკითხოთ თუ რომელია საუკეთესო დებიუტი, ჯობს დავსვათ კითხვა თუ რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად დებიუტში. გაიგე ამის შესახებ ChessKid-ის სტატიიდან “სტანდარტული შეცდომები დებიუტში”.
დებიუტები ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება. ზოგიერთი ეშმაკურია, მაგალითად საბავშვო შამათი და სულელთა შამათი. ორივე მათგანი მოწინააღმდეგის გულუბრყვილობაზეა დამყარებული. თუკი ის დასვამს ან მცდარ სვლებს გააკეთებს, პარტია ოთხ ან ნაკლებ სვლაში დასრულდება. ეს, რა თქმა უნდა, არც ისე მოსალოდნელი განვითარებაა, ამიტომ ერიდეთ ისეთ დებიუტებს, რომელთა წარმატებაც მეტოქის სუსტ სვლებზეა დამოკიდებული.
დებიუტების შესწავლა მოჭადრაკის გაძლიერებისა და წარმატებისთვის, აუცილებელია. მათი სწავლის დროს აშკარა ხდება, რომ საწყისი სვლები და მთავარი პრინციპები ერთმანეთთან თანხმობაში მოდის.
ისწავლეთ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის დებიუტი თეთრებით და შავებით. მნიშვნელოვანია, რომ მოჭადრაკემ იცოდეს თუ რა სახის საწყისი თამაშია მისთვის კომფორტული. აღმოაჩინე დებიუტები, რომელთა თამაშიც გინდა და ივარჯიშე ChessKid.com-ზე. პარტიაში მათი გამოყენების დროს შეცდომების დაშვების არ შეგეშინდეს. თავიდან ეს ბუნებრივიც იქნება. გაძლიერებისთვის პრაქტიკაა საჭირო. ისწავლე თითოეული შეცდომიდან.
პარტიაში ახალი დებიუტის გამოყენებისას, სვლები ჩაიწერე და თამაშის შემდეგ აუცილებლად განიხილე ChessKid-ის საანალიზო ინსტრუმენტის დახმარებით. ნახე რა უნდა ყოფილიყო ზუსტი სვლები და შეამოწმე სად და როგორ გადაუხვიე მათგან.
ChessKid-ის საანალიზო ინსტრუმენტი დებიუტების სწორად გათამაშებაში დაგეხმარებათ.
თუ დებიუტებს ისწავლი და ბევრს ივარჯიშებ, პარტიის საწყისი ეტაპიდან შუა თამაშში წარმატებით გადაყვანას მოახერხებ. მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხე ChessKid-ის სტატია “დებიუტების შესწავლა დამწყებთათვის”.
ახლა უკვე იცი თუ რა არის საჭადრაკო დებიუტი და რამდენად დიდია მისი მნიშვნელობა. გაითვალისწინე მთავარი პრინციპები და შეისწავლე რამდენიმე პოპულარული დებიუტი. ასე უფრო წარმატებული მოჭადრაკე გახდები.