ChessKid-ი თქვენი პარტიების ავტომატურად ჩასაწერად PGN-ს იყენებს.
PGN-ი საჭადრაკო პარტიაში გათამაშებული სვლების ჩამწერი ინსტრუმენტია. მან ცალკეულ სვლასთან დაკავშირებული კომენტარიც კი შეიძლება ჩაინიშნოს. PGN-ი, ჩვეულებრივ, მთელ პარტიას და პარტიის შედეგს იწერს, თუმცა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული მონაკვეთის ჩანიშვნაც. მას სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მითითებაც შეუძლია, მაგალითად, მოჭადრაკეების სახელების, მათი რეიტინგების, შეხვედრის ადგილმდებარეობის და დროის კონტროლის. ფაილი .pgn. ფორმატში ინახება.
PGN-ი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან მოჭადრაკეებს ამ ფორმატში წაკითხვა მარტივად შეუძლიათ. გარდა ამისა, მას კომპიუტერები ადვილად ამუშავებენ და აქვს მხარდაჭერა საჭადრაკო პროგრამების უმრავლესობისგან. ის ჰგავს საჭადრაკო ბლანკს (ან ნოტაციის ფურცელს), რომლის წაკითხვაც კომპიუტერებს შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც დაახლოებით 1993 წელს PGN-ი შეიქმნა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მთელ მსოფლიოში გამოიყენება. აი, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე, სულ რაღაც 17 სვლისგან შემდგარი პარტია PGN ფორმატში:
PGN-ი პარტიის შესახებ უამრავ ინფორმაციას ინახავს.
ზემოთ მოცემული ილუსტრაცია გვიჩვენებს, რომ PGN-ი ორი სექციისგან შედგება. პირველი სექცია შეიცავს ტექნიკურ ინფორმაციას ღონისძიებისა და მოჭადრაკეების შესახებ. ეს ცნობები - კერძოდ, თარიღი, ტურის ნომერი, მოთამაშეთა სახელები, რეიტინგები - მართკუთხა ფრჩხილებშია მოქცეული.
მეორე სექცია გვიჩვენებს სვლათა თანმიმდევრობას, კომენტარებს და შედეგს. სვლები ალგებრული ნოტაციითაა ჩაწერილი, რაც საჭადრაკო სამყაროში მიღებული სტანდარტია. ფიგურები, გარდა პაიკებისა, დიდი ასოებითაა აღნიშნული. ჭადრაკის დაფის თითოეული უჯრა იდენტიფიცირებულია პატარა ასოთი და ციფრით თეთრების თვალთახედვიდან. სრული ახსნა-განმარტებისთვის იხილეთ საჭადრაკო ტერმინი “საჭადრაკო ნოტაცია".
შენ მიერ ნათამაშევი პარტიის PGN-ით განხილვა უფრო მარტივია.
იცით, რომ თქვენ მიერ ChessKid-ზე ნათამაშევი პარტიების PGN-ის ნახვა შეგიძლიათ? PGN-ის გამოყენებით ჩვენს ვებ-გვერდზე პარტიების იმპორტი და ექსპორტი ძალიან მარტივია.
ექსპორტისათვის კურსორი უნდა მიიტანოთ საწყის გვერდზე არსებულ სექციასთან - სწავლა. როდესაც მენიუ გამოხტება, დაინახავთ კატეგორიას - პარტიების ანალიზი. თუ მას დააჭერთ, თქვენი სწრაფი და ნელი პარტიების არქივი გაიხსნება. პარტიების ნებისმიერი ცხრილის ზედა მწკრივში ჩანს ანალიზის ღილაკი. მასზე დაჭერის შემთხვევაში კონკრეტული პარტიის საანალიზო დაფა გაიხსნება.
ანალიზის ღილაკზე დაჭერით პარტიის PGN-ი იხსნება.
საანალიზო დაფის ქვედა მარჯვენა კუთხეში მენიუს ღილაკია. მასზე დაჭერით, ხოლო შემდეგ PGN-ის არჩევით, თქვენ მოცემული პარტიის PGN-ს აკოპირებთ. მისი შენახვა შეგიძლიათ ტექსტური მონაცემების ფორმატში .pgn. გაფართოებით.
ChessKid-ის საანალიზო დაფაზე პარტიის იმპორტისთვის მოქმედება იგივე ნაბიჯებით უნდა დაიწყოთ. მიიტანეთ კურსორი საწყის გვერდზე არსებულ სექციასთან - სწავლა. როდესაც მენიუ გამოხტება, შეარჩიეთ კატეგორია - საანალიზო დაფა ნაცვლად კატეგორიისა - პარტიების ანალიზი. (თუ მაინც პარტიების ანალიზს აარჩევთ, შეგიძლიათ საანალიზო დაფაზე მომდევნო გახსნილი გვერდიდან გადახვიდეთ).
საანალიზო დაფას PGN-ის ჩამოტვირთვის ოფცია აქვს.
PGN-ის ჩამოტვირთვა საანალიზო დაფის ერთ-ერთი ოფციაა. მისი არჩევის შემდეგ პარტიის PGN-ი სპეციფიკურ ფაილად უნდა დააკოპირო. კოპირების შემდეგ გამოჩნდება ჩატვირთვის ღილაკი. დააჭირე მას და პარტიის გასაანალიზებლად უკვე მზად იქნები.
PGN-ის გარდა გამოიყენება კიდევ ერთი სისტემა, რომელსაც ფორსაიტ-ედვარდსის ნოტაცია (FEN) ჰქვია. PGN-ისგან განსხვავებით FEN-ი კონკრეტულ პოზიციას წარმოგვიდგენს და არა სვლებს, რომელთაც პოზიციამდე მივყავართ. FEN-ი ერთ-ხაზიან ტექსტად თარგმნის ნებისმიერ მდგომარეობას დაფაზე, ამიტომ ის ხელსაყრელია კომპიუტერის დახმარებით პოზიციების რეკონსტრუქციისთვის. FEN-ი მოჭადრაკეს საშუალებას აძლევს პარტია ნებისმიერ სასურველ პოზიციაზე დააბრუნოს და იქიდან ხელახლა გააგრძელოს.
ChessKid-ზე თამაში ნიშნავს, რომ პარტიის PGN-ი შენახულია.
შენ უკვე იცი თუ რა არის PGN და რა მნიშვნელობა ენიჭება მას. ისიც იცი თუ როგორ უნდა გააუმჯობესო პარტიების ხარისხი ChessKid-ის საანალიზო დაფის დახმარებით, როგორ უნდა ჩამოტვირთო ნათამაშევი პარტიები და ისწავლო მეტი მათი განხილვით მწვრთნელთან თუ მეგობრებთან ერთად.