საჭადრაკო ფიგურები

ჭადრაკის თამაში გინდა, მაგრამ არ იცი ეს ამაყი მხედარი როგორ მოძრაობს? და ის მეორე, წვეტიანი თავით, ნეტა როგორ დადის? მათ გარდა კიდევ ოთხი საჭადრაკო ფიგურა გვაქვს. ფიქრობ, რომ ბევრია? არ იდარდო! მოდი, ნელ-ნელა შევისწავლოთ თითოეული მათგანი თავისი მოძრაობის წესებით! 


რა არის საჭადრაკო ფიგურა?

თითოეული ის საგანი, რომელიც ჭადრაკის დაფაზე დევს და რომელსაც თამაშის დროს წინ და უკან დავატარებთ, საჭადრაკო ფიგურაა. ექვსი სხვადასხვა სახეობის 32 ფიგურა დაფაზე ორ ნაწილად იყოფა და თეთრების და შავების გუნდებს ქმნის. 

რასაკვირველია, არსებობს სხვა ფერებში გადაწყვეტილი საჭადრაკო ფიგურებიც, მაგრამ გუნდებად დაყოფის დროს მათ მაინც თეთრებად და შავებად მოვიხსენიებთ.

The six chess pieces.

თითოეული მოჭადრაკის განკარგულებაში 16 ფიგურაა. ექვსიდან ოთხი სახეობა ამ შემადგენლობებში ორჯერ ან მეტჯერ მეორდება.

The initial chess pieces.

გადავიდეთ საჭადრაკო ფიგურების დასახელებების და მოძრაობის წესების შესწავლაზე. 

პაიკი

პარტიის დასაწყისში თითოეულ მოჭადრაკეს ჰყავს რვა პაიკი. ისინი სხვა დანარჩენი ფიგურების წინ არიან ჩამწკრივებულები.

Chess pieces: pawns.

პაიკი დადის წინ, ერთ უჯრაზე. ერთ სვლაზე ორი ნაბიჯის გადადგმის უფლება მას მხოლოდ და მხოლოდ საწყის პოზიციაში ყოფნის დროს ეძლევა.

Pawn movement.

პაიკი კლავს დიაგონალურად, წინ, ერთ უჯრაზე. სწორ ხაზზე მის წინ მდგომ ფიგურას პაიკი ვერ აიყვანს.

Pawn captures.

პაიკს, ასევე, შეუძლია მოკლას სპეციალური წესით, რომელსაც გავლით აყვანა ჰქვია.

მხედარი

შთამბეჭდავი სილამაზის ფიგურას, რომელსაც ცხენის მოყვანილობა აქვს, ჩვენ არა ცხენს, არამედ მხედარს ვუწოდებთ. თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ჰყავს. ისინი შედარებით დაბალი ღირებულების ფიგურებად ითვლებიან.

Chess pieces: knights.

მხედრის მოძრაობის წესი ასეთია: ის დგამს ერთ ნაბიჯს ზემოთ ან ქვემოთ და ორ ნაბიჯს მარჯვნივ ან მარცხნივ. ან დგამს ორ ნაბიჯს ზემოთ ან ქვემოთ და ერთ ნაბიჯს მარჯვნივ ან მარცხნივ. თუ გინდა, რომ მარტივად დაიმახსოვრო, ლათინური ასო "L" გაიხსენე ხოლმე. საჭადრაკო მხედარი სწორედ მის ფორმაზე მოძრაობს. 

The knight movement.

მხედართან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვიცოდეთ. ის ერთადერთი საჭადრაკო ფიგურაა, რომელსაც შეუძლია სხვა ფიგურებს გადაახტეს!

The knight jumps over other pieces.

კუ

ფიგურას წვეტიანი თავით კუ ჰქვია. თითოეულ მოჭადრაკეს ჰყავს ორი კუ, თეთრუჯროვანი და შავუჯროვანი. მხედრების მსგავსად მათაც შედარებით დაბალი ღირებულება აქვთ.

Chess pieces: bishops.

კუ დადის მხოლოდ დიაგონალზე, თუმცა ნებისმიერ მანძილზე! მთელი პარტიის განმავლობაში მას მარტო იმ ფერის უჯრებზე შეუძლია გადაადგილება, რა ფერის კვადრატზეც საწყის პოზიციაში დგას. 

The bishop movement.

ეტლი

დაფის კუთხეებში განთავსებული, მომრგვალებული ფორმის, წარმოსადეგი ფიგურები ეტლები არიან. ისინი კუებსა და მხედრებზე მეტად ფასობენ და, შესაბამისად, მნიშვნელობაც მეტი აქვთ. თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ჰყავს.

Chess pieces: rooks.

ეტლები დადიან ნებისმიერ მანძილზე ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებზე: ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ.

The rook movement.

ლაზიერი

იმ ორი მაღალი ფიგურიდან, რომელიც ცენტრში დგას, ერთ-ერთი ლაზიერია. მას წამახვილებული თავი აქვს და პარტიის დასაწყისში ყოველთვის იმ ფერის უჯრაზე დგას, რა ფერიც თვითონაა. შესაბამისად, თეთრი დედოფალი თეთრი კვადრატიდან იწყებს თამაშს, შავი დედოფალი - შავიდან. ლაზიერი უმაღლესი ღირებულების ფიგურაა.

 Chess pieces: queen.

ყველაზე ძლიერი ფიგურა საჭადრაკო დაფაზე სწორედ ლაზიერია! მას კუს და ეტლის უნარები აქვს შეთავსებული და შეუძლია იაროს ჰორიზონტალებზე, ვერტიკალებზე ან დიაგონალებზე ნებისმიერ სიშორეზე. მისი ძალაუფლება უსაზღვროა!

The queen movement.

მეფე

მეფე ის ფიგურაა, რომელიც ლაზიერს გვერდს უმშვენებს და თავზე ჯვარი ადგას. მისი აყვანა შეუძლებელია. თუ მეფეს ქიში აქვს და მუქარისგან თავის დაღწევის გზა არ გააჩნია, ე.ი. შამათია და პარტია სრულდება.


Chess pieces: king.

მეფეს, ლაზიერის მსგავსად ნებისმიერი მიმართულებით შეუძლია გადაადგილება, თუმცა მისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთ უჯრაზე. დაფის ერთი ბოლოდან მეორეზე მისასვლელად მეფემ ყველა უჯრა სათითაოდ უნდა გაიაროს.

The king movement.

ბოლოთქმა

შენ უკვე შეისწავლე საჭადრაკო ფიგურები, მათი პოზიციები პარტიის დასაწყისში და მათი მოძრაობის წესები. ითამაშე პარტია ახლავე, რათა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო!

ქვემოთ მოცემულია ამოსაბეჭდი პოსტერი ფიგურების მოძრაობის წესების შესახებ.

how-chess-pieces-move-infographic სხვა ინფოგრაფიკებისა და საგანმანათლებლო მასალებისთვის  რესურსების გვერდზე გადადი.

 

ვიდეო საჭადრაკო ფიგურებზე