ლაზიერი

თინათინი, ნესტან-დარეჯანი, მედეა... და, რაღა თქმა უნდა, ლაზიერი - ჭადრაკის დედოფალი!

აი, რა უნდა ვიცოდეთ ყველაზე ძლიერი საჭადრაკო ფიგურის შესახებ:


რომელი ფიგურაა ლაზიერი?

ლაზიერი ის მაღალი ფიგურაა, პარტიის დასაწყისში მეფის გვერდზე, თავისივე ფერის უჯრაზე რომ დგას. თეთრი დედოფალი თამაშს თეთრი უჯრიდან იწყებს, შავი დედოფალი - შავიდან.

The chess queen piece.

ლაზიერს მთელი 9 ქულა აქვს მინიჭებული, ასე რომ, მის დასმას არავის ვუსურვებ. ის ხომ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ჭადრაკის დაფაზე. წარმოდგენის შესაქმნელად გეტყვით, რომ ერთი ლაზიერი სამ მხედარს ან სამ კუს უდრის!

ლაზიერის მოძრაობის წესები?

ლაზიერი ეტლის და კუს მოძრაობის წესებს აერთიანებს. დადის დიაგონალებზე ნებისმიერ მანძილზე, როგორც კუ.

The queen's movement.

დადის ჰორიზონტალებსა და ვერტიკალებზე ნებისმიერ მანძილზე, როგორც ეტლი.

The queen's movement.

თუ ლაზიერს დაფის ცენტრში დავსვამთ, მას 27 სხვადასხვა უჯრაზე წასვლის შესაძლებლობა ექნება!

The queen controls a lot of squares!

ლაზიერს ფიგურებზე გადახტომა არ შეუძლია. აყვანის დროს ის მეტოქის არმიის წევრს დაფიდან აძევებს და მის ადგილს იკავებს.

The queen can capture a lot of pieces.

მიუხედავად იმისა, რომ ლაზიერი სუპერგმირივით ძლიერია, არ შეიძლება მისი ნებისმიერ იმ უჯრაზე მიყვანა, რომელზეც მოგვინდება. მოძრაობის წესები აქაც უნდა დავიცვათ. მაგალითად, ქვემოთ მოცემულ პოზიციაში ლაზიერს პაიკამდე მისაღწევად ორი სვლის გაკეთება მაინც სჭირდება. ერთი გადაადგილებით, დიაგონალური იქნება ის, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური, დედოფალი პაიკს ვერ შეეხება.

The queen can't simply go to any square in one move.

აჩვენე როგორ უნდა ლაზიერით თამაში

ახლა, როდესაც ლაზიერს კარგად იცნობ, დროა დაგვიმტკიცო, რომ ამ უძლიერესი ფიგურის სწორად და შედეგიანად გამოყენება შეგიძლია. გაეცანი ინსტრუქციებს და ამოხსენი ქვემოთ მოცემული თავსატეხები:

თავსატეხი 01: რომელია g7-ზე შავი პაიკის აყვანის უსწრაფესი გზა?

 

თავსატეხი 02: რომელია ლაზიერით ყველა თეთრი პაიკის აყვანის უსწრაფესი გზა?

ბოლოთქმა

შენ უკვე იცი თუ რომელი ფიგურაა ლაზიერი, როგორ დადის ის და რითია განპირობებული მისი სიძლიერე. ახლა გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა სხვა ფიგურებიც შეისწავლო, მნიშვნელოვან საჭადრაკო იდეებს გაეცნო და ჩემპიონი გახდე!

 

ვიდეო ლაზიერზე