ეტლი

ეტლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჭადრაკო ფიგურაა! თუ გსურს, რომ უკეთესი მოთამაშე გახდე, მისი სათანადოდ გამოყენება უნდა ისწავლო. 

აი, ყველაფერი ის, რაც ეტლის შესახებ უნდა ვიცოდეთ:


რომელი ფიგურაა ეტლი?

ეტლები დაფის კუთხეებში - a1, a8, h1 და h8 უჯრებზე განლაგებული ფიგურებია. თამაშის დასაწყისში თითოეულ მოჭადრაკეს ორი ეტლი ჰყავს. 

The chess rook.

საჭადრაკო არმიის წევრებს შორის ეტლი ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ ის მთავარ ფიგურებში შედის. ეტლს მინიჭებული აქვს ხუთი ქულა, ანუ ორით მეტი ვიდრე მხედარს და კუს. ერთადერთი ფიგურა, რომელიც მას ღირებულებით აღემატება, ლაზიერია.

The rooks are dancing to celebrate their power.

ეტლის მოძრაობის წესები

ეტლის მოძრაობის წესები მისი სიძლიერის მთავარი განმსაზღვრელია. ის დადის ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ ნებისმიერ მანძილზე.

The rook movement in chess.

თუ ეტლის მოძრაობის წესები დაგვავიწყდება, შეგვიძლია პლუსის სიმბოლო (+) გავიხსენოთ ხოლმე.

The rook moves like a plus sign.

მხედრისგან განსხვავებით, ეტლს ფიგურებზე გადახტომა არ შეუძლია. შესაბამისად, თავისუფალი მოძრაობისთვის  მას ღია ხაზები სჭირდება. 

Rooks like open files.

ეტლის შამათები

ეტლის ძლიერების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მას სამი გავრცელებული ტიპის შამათის ჩასმა შეუძლია.

ერთ-ერთი შამათი ე.წ. ეტლების როკვის ტექნიკის გამოყენებით ისმევა. მას ბალახის მთიბავ შამათსაც ეძახიან. მის განსახორციელებლად ეტლები "ცეკვა-ცეკვით" მიიწევენ დაფის მეორე ბოლოსკენ და მოწინააღმდეგის მეფეს ნელ-ნელა ავიწროებენ.

Rook rolling and winning.

მეტოქის დაშამათება ერთი ეტლითაც შესაძლებელია. თუკი მოწინააღმდეგის პაიკები თავიანთი განლაგებით როქირებულ მეფეს ბლოკავენ, ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ შამათი ბოლო ჰორიზონტალზე. ამგვარი პოზიციით ყოველთვის უნდა ვისარგებლოთ, ოპონენტს ეტლით თავს უნდა დავესხათ და პარტია გამარჯვებით დავასრულოთ.

Rooks can deliver back rank mates.

და ბოლოს, არსებობს კიდევ ერთი ტიპის შამათი ეტლით, რომლის დროსაც სულაც არ ვართ დამოკიდებულები მეტოქის პაიკების განლაგებაზე. თუ ეტლს საკუთარი მეფე მხარში ამოუდგება, მოსაგებად სხვა აღარაფერი დასჭირდება.

The rook and the king are enough to checkmate and win.

 

ბოლოთქმა

შენ უკვე იცი თუ რომელი ფიგურაა ეტლი, რამდენი ქულა აქვს მას მინიჭებული, როგორ მოძრაობს ის და როგორ აშამათებს მეტოქეს. ახლა გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა სხვა ფიგურებიც შეისწავლო და ჭადრაკის გენიოსი გახდე!

 

ვიდეო ეტლზე