პატი

პატი მოჭადრაკისთვის რთულად გადასატანი რამაა, თუმცა ამ ტერმინის მნიშვნელობა, ალბათ, არ იცი. მოდი, გავიგოთ ყველაფერი მის შესახებ. 


რას ნიშნავს პატის ჩასმა?

სიტყვათშეთანხმება "პატის ჩასმა" კარგად ჟღერს, თითქოს, შამათის ჩასმასთანაც ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ისეთი რამაა, რაც მოგებულ პოზიციაში ნამდვილად არ უნდა ინატრო.  

მოჭადრაკეს პატს მაშინ უსვამენ, როცა მისი ჯერია ითამაშოს, მაგრამ სვლა არ აქვს. ასეთ დროს ყაიმი ცხადდება და თამაში მთავრდება. 

A chess stalemate.

ზემოთ მოცემულ პოზიციაში თეთრებს მხოლოდ მეფე დარჩენიათ. სვლა მისია, მაგრამ ყველა იმ უჯრას, რომელზეც შეიძლებოდა წასულიყო, შავები იცავენ. მეფეს ქიში რომ ჰქონოდა ეს შამათი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. ე.ი. დაფაზე პატია და პარტია ყაიმით სრულდება.

რა მნიშვნელობა აქვს პატს?

პატი მოთამაშეებიდან ერთ-ერთისთვის დიდი იმედგაცრუებაა. წარმოიდგინე, რომ მოგებულ პოზიციაში აკეთებ არასწორ სვლას, რომელიც ყაიმს იწვევს. ამის გაფიქრებაც კი საშინელებაა.

პატი, ძირითადად, მაშინ იჩენს თავს, როდესაც მოჭადრაკე მეტოქის მეფე-დედოფლით დაშამათებას ცდილობს. ასეთ დროს მოთამაშე მოწინააღმდეგის მეფეს დაფის კიდისკენ დევნის და გაუფრთხილებელი თამაშით პატს სვამს.  შესაბამისად, მარტივად მოსაგები ენდშპილი ხშირად ყაიმით სრულდება ხოლმე. 

A classic stalemate.

ძალიანაც ნუ შეგეშინდება! უარეს პოზიციაში პატი არაჩვეულებრივი შანსია. ქვემოთ მოცემულ ენდშპილში თეთრებს პაიკი აკლიათ, მაგრამ გაყაიმება მაინც შეუძლიათ.

A stalemate can save the day.

ამ პოზიციაში თეთრებმა მეფე კუთხისკენ უნდა წაიყვანონ. შავები პაიკს დააწინაურებენ, თუმცა მეტოქის კუთხიდან გამოდევნას ვეღარ შეძლებენ და პაიკის დათმობა ან პატის ჩასმა მოუწევთ.

Stalemate to draw the game!

როგორც ხედავ, მოგებულ პოზიციაში პატის არიდება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი გამოწვევა წაგებულ პარტიაში.

ბოლოთქმა

პატის მნიშვნელობა, პარტიაში მისი არიდება ან გამოყენება უკვე იცი. ახლა გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა სხვა მნიშვნელოვან საჭადრაკო იდეებსაც გაეცნო და თამაში გააძლიერო!

 

ვიდეო პატზე