აი, რა უნდა ვიცოდეთ საჭადრაკო ტაქტიკებზე:
საჭადრაკო ტაქტიკა ფორსირებული სვლების ხანმოკლე აფეთქებაა, რომლის შედეგადაც მოწინააღმდეგის ფიგურების შევიწროება და სწრაფი უპირატესობის მოპოვება ხდება. ტაქტიკის საშუალებით შესაძლებელია მეტოქის დაშამათებაც.
დააკვირდი ქვემოთ მოცემულ პოზიციას. რამდენიმე სვლაში თეთრებს შესაძლებლობა ექნებათ გაათამაშონ გავრცელებული ტაქტიკა, რომელიც დამწყები მოჭადრაკეებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდება ხოლმე.
თეთრები f7-პაიკის ლაზიერით აყვანის და შამათის მუქარას ქმნიან. შავები პოზიციის დაცვას g6-ით ცდილობენ. მართალია, ეს სვლა ერთდროულად დედოფალსაც უტევს და შამათსაც აჩერებს, მაგრამ თეთრებს შეუძლიათ ტაქტიკურად ითამაშონ და მატერიალური უპირატესობა მოიპოვონ:
თეთრებმა ლxe5+ ითამაშეს, შავ მეფეს ქიში უთხრეს და დაუცველ h8-ეტლს დაემუქრნენ. შავებს არ შეუძლიათ ერთდროულად ქიშიც აირიდონ და ფიგურაც დაიცვან, შესაბამისად, თეთრებს ახლა მოგებული პოზიცია აქვთ!
სხვა სუპერგმირების მსგავსად, მოჭადრაკეც უამრავ ტაქტიკურ სუპერძალას ფლობს. ჩვენ შეგვიძლია ისეთები გამოვარჩიოთ, რომლებსაც ის ყველაზე ხშირად იყენებს. თუ ნამდვილად ძლიერი მოთამაშე გინდა გახდე, ძირითადი საჭადრაკო ტექნიკების ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება.
ხანდახან მეტოქის ფიგურას თავს ვესხმით, ის კი, მუქარის მიუხედავად, ადგილიდან არ იძვრის, რადგან საკუთარი გუნდის უფრო ღირებულ წევრსაა გადაფარებული. ეს დაბმაა. შეტევის ობიექტი დაბმულია, რადგან მისი გაწევა უფრო დიდი სამიზნის განადგურებას ნიშნავს.
ქვემოთ მოცემულ პოზიციაში შავ ეტლს g2-პაიკი ჰყავს დაბმული. მხედარს შეუძლია f3-ზე მივიდეს და თეთრ მეფეზე შეტევა დაიწყოს, რადგან დაბმული პაიკი მის აყვანას ვერ შეძლებს.
შამფური თითქმის იგივეა, რაც დაბმა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თავდასხმის უშუალო ობიექტი უფრო ღირებულია, ვიდრე მის უკან მდგომი. შამფურის დროს მოჭადრაკე იძულებულია მუქარის ქვეშ მყოფი ჯარისკაცი გაწიოს და მეტოქეს ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურის აყვანის საშუალება მისცეს.
შავი მეფე იძულებული გახდა გაწეულიყო და თეთრებისთვის ლაზიერი დაეთმო.
როდესაც მეტოქის ერთი ფიგურა შენს ორ ფიგურას ემუქრება, ე.ი. ჩანგალი გაქვს. ქვემოთ მოცემულ დაფაზე ნაჩვენებია გავრცელებული ჩანგალი მხედრით, რომელიც ეტლსა და ლაზიერს ერთდროულად ემუქრება.
ღია შეტევა მაშინ გვაქვს, როდესაც ფიგურა უჯრიდან გადადის, რათა თავისივე გუნდის სხვა ფიგურას გზიდან ჩამოეცალოს და მუქარა ათქმევინოს. გახსნილი ქიში ღია შეტევის განსაკუთრებით საშიში სახეობაა.
იცი, რომ სუპერძალების გასავარჯიშებლად ChessKid-ის გამოყენება შეგიძლია? რადიოაქტიური ობობის კბენასთან შედარებით ეს ბევრად მარტივი და ნაკლებად მტკივნეული გზაა. მხოლოდ თავსატეხების გვერდზე გადასვლა და მათი ამოხსნაა საჭირო.
თუ თავსატეხს პირველივე ცდაზე სწორად ამოხსნი, შენი თავსატეხების რეიტინგი გაიზრდება. ამის შემდეგ დავალებები ავტომატურად გართულდება. მაქსიმალურად ბევრი ივარჯიშე, რომ რეიტინგი მოიმატო და შენი შესაძლებლობები ყველას აჩვენო!
შენ უკვე იცი თუ რა არის საჭადრაკო ტაქტიკები და როგორ უნდა იქცე მათი დახმარებით ყველაზე ძლიერ მოჭადრაკედ! გადადი თავსატეხების გვერდზე, რათა ტაქტიკური უნარები გაავარჯიშო და შემდეგ საჭადრაკო პარტიების თამაშით შენი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო.
აი, ახალი სახელმძღვანელო პოსტერი.
აღმოაჩინე უფრო მეტი გრაფიკული პოსტერი და სხვა საჭადრაკო მასალები რესურსების გვერდზე.