საჭადრაკო მახეები

ყველაფერი ყოველთვის ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. როდესაც მეტოქე რაიმე უჩვეულო სვლას გააკეთებს, ჯობს საქმის ვითარება კარგად შეამოწმო. შეიძლება მახეს გიგებდეს! 

აი, რა უნდა იცოდე საჭადრაკო მახეებზე:


რა არის საჭადრაკო მახე?

საჭადრაკო მახე სვლათა რაიმე ცნობილი კომბინაციაა, რომლის მიზანიც არასწორი სვლის გასაკეთებლად მოწინააღმდეგის პროვოცირებაა. ასეთ დროს წამგებიანი სვლის გაკეთება მართლაც დიდი ცდუნებაა, რადგან ის სწორ გადაწყვეტილებად გვეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ასე არაა.

Chess traps.

ზემოთ მოცემულ პოზიციაში ვხედავთ ყველასათვის ცნობილ ლეგალის მახეს, რომელზეც ძალიან მალე ვისაუბრებთ. მანამდე მხოლოდ ერთს გეტყვი: თუ უსიამოვნებებში გახვევა არ გინდა, სვლის გაკეთებამდე ყველაფერი კარგად უნდა გამოიკვლიო!

Chess traps are dangerous.

გავრცელებული საჭადრაკო მახეები

ჭადრაკში უამრავი მახე არსებობს. ზოგიერთი საკმაოდ ცნობილია, ზოგიერთი - ნაკლებად. ქვემოთ განხილულია რამდენიმე მათგანი, რომელთა ცოდნაც მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენაში ნამდვილად დაგეხმარებათ!

ლეგალის მახე

ლეგალის მახის დაგება შესაძლებელია მაშინ, როცა შავები ფილიდორის დაცვას თამაშობენ და კუთი თეთრი მხედრის f3-ზე დაბმას ცდილობენ. თეთრებმა შეიძლება დაბმას ყურადღება არ მიაქციონ და e5-ზე შავი პაიკი აიყვანონ!


ნოეს კიდობნის მახე

ეს მახე იგება რუი ლოპესის დებიუტში მას შემდეგ, რაც შავები თეთრ კუს a და b პაიკებით შეავიწროებენ. თუ შავები იმასაც მოახერხებენ, რომ მესამე პაიკი c4-ზე მიიყვანონ, ისინი თეთრ კუს გამოიჭერენ. ამ მახის დაგება ბევრნაირად შეიძლება. მოდი, ერთ-ერთ ვერსიას გადავხედოთ:


კემბრიჯ-სპრინგსის მახე

ეს მახე ლაზიერის გამბიტში იგება და ლეგალის მახისა არ იყოს, მხედრის ფუჭ დაბმას გულისხმობს. თეთრები ცდილობენ ისარგებლონ g5-კუს თავდასხმით შავ ლაზიერზე, მაგრამ შავებს მოწინააღმდეგისთვის სიურპრიზი აქვთ მომზადებული და საბოლოოდ პაიკში მხედარს იგებენ!

გვაჩვენე როგორ უნდა მახის დაგება

დროა ახალი უნარები გამოსცადო და გვაჩვენო როგორ უნდა მახის დაგება! ქვემოთ მოცემულ თითოეულ თავსატეხში მეტოქის ხაფანგში გაბმა უნდა მოახერხო!

თავსატეხი 01: ლეგალის მახე

თავსატეხი 02: ნოეს კიდობნის მახე

თავსატეხი 03: კემბრიჯ-სპრინგსის მახე

ბოლოთქმა

ახლა უკვე იცი თუ რა არის საჭადრაკო მახე, როგორ უნდა მოიგო პარტიები მისი დახმარებით და როგორ არ უნდა გაება მასში თავად. გადადი გაკვეთილების გვერდზე, ისწავლე სხვა საჭადრაკო იდეებიც და გახდი უკეთესი მოთამაშე!

 

ვიდეო საჭადრაკო მახეებზე