აი, რა უნდა იცოდე ფიშერის ჭადრაკზე:
ფიშერის ჭადრაკი ჩვენი თამაშის გიჟური ვერსიაა, რომლის საწყის პოზიციაშიც ფიგურები შემთხვევით შერჩეულ უჯრებზე დგანან. მათთვის, ვისაც დებიუტების სწავლა ეზარება, ეს შესანიშნავი ალტერნატივაა, რადგან პარტიის დასაწყისში ფიგურები ერთსა და იმავე ადგილას თითქმის არასდროს არიან განლაგებულნი. თამაშის ამ ვერსიას ჭადრაკი960-იც ჰქვია, რაც საწყისი პოზიციის 960 შესაძლო ვარიანტიდან მოდის.
არა, არ გაგიჟებულხარ! ფიგურების ეს უცნაური განლაგება ფიშერის ჭადრაკის ერთ-ერთი საწყისი პოზიციაა.
სახელწოდება დიდოსტატ ბობი ფიშერის სახელს უკავშირდება. ის არ ყოფილა პირველი, ვისაც ჭადრაკის ამგვარი ვერსიის იდეა მოუვიდა, მაგრამ მან ნამდვილად მოიფიქრა წესები საწყისი პოზიციებისთვის და დაეხმარა თამაშს პოპულარიზაციაში.
ადრე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია არ აღიარებდა ტურნირებს ფიშერის ჭადრაკში, რომელშიც შესანიშნავ შედეგებს აჩვენებდნენ დიდოსტატები პიტერ სვიდლერი და ლევონ არონიანი. 2019 წელს ფიდემ უკვე თავად გაუწია ორგანიზება მსოფლიო ჩემპიონატს ფიშერის ჭადრაკში, რომლის პირველი ოფიციალური გამარჯვებულიც დიდოსტატი უესლი სო გახდა.
ფიშერის ჭადრაკში იგივე წესები მოქმედებს, რაც კლასიკურ ჭადრაკში. ერთადერთი განსხვავება საწყის პოზიციაში ფიგურების განთავსებაა. აი, ფიგურების განლაგების წესები:
შენ უკვე იცი თუ რა არის ფიშერის ჭადრაკი, როგორია მისი წესები და როგორ უნდა დალაგდეს საწყისი პოზიცია. ახლა გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა ძირითადი საჭადრაკო იდეები შეისწავლო და ბრძენი მოთამაშე გამოხვიდე!