ჭადრაკის დაფა

თუ მეგობრებთან ერთად ჭადრაკის თამაშს გეგმავთ, მაშინ მოქმედების ადგილი - ჭადრაკის დაფა კარგად უნდა შეისწავლოთ! გავიგოთ, კონკრეტულად რისი ცოდნაა საჭირო.


რა არის ჭადრაკის დაფა?

ჭადრაკის დაფა ის ადგილია, სადაც პარტიის სათამაშოდ ფიგურებს ვაწყობთ. ის შედგება ერთი ზომის 64 უჯრისგან, რომელთა ფერებიც განსხვავებულია - თეთრი და შავი.

The chessboard.

რა ნაწილებისგან შედგება ჭადრაკის დაფა?

ჭადრაკის დაფა, ისევე, როგორც თქვენი სხეული, სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. მართალია მას არ აქვს ხელები და ფეხები, მაგრამ აქვს ჰორიზონტალები და ვერტიკალები.

ვერტიკალი არის უჯრების მწკრივი საჭადრაკო დაფაზე, რომელიც ქვემოდან ზემოთ ადის ან ზემოდან ქვემოთ ჩამოდის. 

The files of the chessboard.
საჭადრაკო დაფის ვერტიკალები.

საჭადრაკო დაფაზე რვა ვერტიკალია. თითოეულ მათგანს თავისი სახელი აქვს (ისევე, როგორც ყველა თქვენს მეგობარს). თანმიმდევრობით მარცხნიდან მარჯვნივ მათი სახელებია: a, b, c, d, e, f, g, h.

The names of the files of a chessboard.

ჰორიზონტალი არის უჯრების მწკრივი საჭადრაკო დაფაზე, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ მიდის ან მარჯვნიდან მარცხნივ მოდის. 

The ranks of the chessboard.

ჰორიზონტალები დანომრილია თანმიმდევრობით ქვემოდან ზემოთ. ნუმერაცია ასეთია: პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე.

The names of the ranks of a chessboard.

ახლა, როცა ვერტიკალების დასახელებები და ჰორიზონტალების ნომრები იცით, თითოეული უჯრის სახელსაც ადვილად გაარკვევთ. ამისთვის მარტივი ხერხი არსებობს, შესაბამისად, 64 კვადრატის მისამართის სათითაოდ დამახსოვრება არ მოგიწევთ. 

ყოველი უჯრის დასახელება ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი იმ ვერტიკალის ასოა, რომელზეც ეს უჯრა მდებარეობს. მეორე ნაწილი იმ ჰორიზონტალის ნომერია, რომელზეც ეს უჯრა მდებარეობს.

ქვემოთ მოცემულ დაფას შეხედეთ. ხომ ადვილია გაწითლებული უჯრის სახელის გამოცნობა? 

The e4-square of the chessboard.

ამ კვადრატის დასახელების პირველი ნაწილია e, მეორე ნაწილი კი - 4. ე.ი. ეს უჯრა არის e4!

როგორ უნდა დავალაგოთ ფიგურები დაფაზე?

საჭადრაკო დაფის შესახებ უკვე ყველაფერი ვიცით. ახლა გავიგოთ თუ როგორ უნდა დავალაგოთ მასზე ფიგურები. სანამ დავიწყებთ, ერთი მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვრე: მარჯვენა ქვედა კუთხის უჯრა აუცილებლად თეთრი უნდა იყოს.

The h1-square must be a light-square.

როცა დავრწმუნდებით, რომ დაფა სწორად გვიდევს, პაიკების დალაგება უნდა დავიწყოთ. პაიკები დანარჩენი ფიგურების წინ მწკრივდებიან. 

The pawns on a chessboard.

შემდეგ დაფის თითოეულ კუთხეში ეტლები უნდა განვათავსოთ.

The rooks on a chessboard.ეტლებს გვერდზე მხედრები მივუწყოთ.

The knights on a chessboard.

ახლა კუების შემოყვანის დროა.

The bishops on a chessboard.

მეფე-დედოფლის ჯერიც მოვიდა. ჯერ ლაზიერი შემოდის და თავისივე ფერის უჯრაზე დგება. ამ წესის ადვილად დასამახსოვრებლად, გონებაში ჩავიბეჭდოთ, რომ დედოფლის კაბა და ფეხსაცმელი ერთმანეთს უნდა შევუხამოთ. თუ ლაზიერს შავი კაბა აცვია, ფეხზეც შავი უნდა ჩაიცვას. თუ ის თეთრი კაბითაა შემოსილი, ფეხსაცმელიც თეთრი უნდა ჰქონდეს. 

The queens on a chessboard.

ლაზიერის გვერდით, დარჩენილ თავისუფალ უჯრაზე, მეფე დგება. 

A properly set up chessboard.

ფიგურები დაწყობილია! ე.ი. მეგობრებთან ერთად მხიარულების დაწყების დროა. სხვათა შორის, თუ თქვენს მეგობრებს ChessKid.com-ზე მოიწვევთ, ფიგურების დალაგებაზე ფიქრი არ მოგიწევთ, რადგან ჩვენ გაშლილ დაფას დაგახვედრებთ!

ბოლოთქმა

ჩვენ უკვე ვიცით თუ რა არის ჭადრაკის დაფა და როგორ უნდა დავალაგოთ მასზე ფიგურები. გავიგეთ ჰორიზონტალების, ვერტიკალების და უჯრების დასახელებებიც. ახლა გადადით ჩვენი ვებ-საიტის გვერდზე - ხედვა და საჭადრაკო დაფის უჯრების ამოცნობაში ივარჯიშეთ.

ვიდეო ჭადრაკის დაფაზე