აი, რა უნდა ვიცოდეთ ჯვარედინ ქიშზე:
თუ ქიშს თავიდან ირიდებ ისეთი სვლით, რომელიც მეტოქეს საპასუხო ქიშს ეუბნება, ე.ი. ჯვარედინ ქიშს ამბობ.
ზემოთ მოცემულ პოზიციაში თეთრები ლაზიერით შავ მეფეს ქიშს ეუბნებიან. შავი ლაზიერი ბლოკავს ქიშს და ამავე დროს მუქარას უცხადებს თეთრ მეფეს b8-ზე. ეს პირველი ჯვარედინი ქიშია. ამ სვლას თეთრებიც ჯვარედინი ქიშით პასუხობენ. ისინი შავ მეფეს ემუქრებიან მხედრით, რომელიც, შავ ლაზიერს თეთრი მეფისკენ მიმავალ გზასაც უღობავს.
ჯვარედინი ქიში ხშირად არ გვხვდება, თუმცა კარგი სვლაა. მას თავდაცვითი პოზიციიდან გამოვყავართ და თავდამსხმელად გვაქცევს. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ზოგიერთ ენდშპილში, მაგალითად ისეთში, რომელშიც ლაზიერი და პაიკი ლაზიერის წინააღმდეგ თამაშობენ.
დააკვირდით ქვემოთ მოცემულ პოზიციას. თეთრებს ზედმეტი პაიკი ჰყავთ და პარტიის მოსაგებად ლაზიერში გასვლა სჭირდებათ. მათ მეფეს ქიში აქვს. შავები ქიშების გამეორებით გაყაიმებას შეეცდებიან.
თუ თეთრებს ჯვარედინი ქიშის იდეა ახსოვთ, მფc5-ს ითამაშებენ და მოიგებენ. ამ სვლის შემდეგ მნიშვნელობა აღარ ექნება თუ სად მივა შავი ლაზიერი ქიშის სათქმელად. თეთრები ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებენ ჯვარედინი ქიშის თქმას იმისათვის, რომ დედოფლები გაცვალონ და ახალი ლაზიერი გააცოცხლონ!
შენ უკვე იცი თუ რა არის ჯვარედინი ქიში და როგორ გვეხმარება ის იერიშზე გადასვლაში. გადადი გაკვეთილების გვერდზე, გაეცანი სხვა საჭადრაკო იდეებსაც და გახდი უკეთესი მოთამაშე!