ელო რეიტინგი

როგორ უნდა წარმოაჩინო ის ფაქტი, რომ კარგი მოჭადრაკე ხარ? კუნთების ათამაშება ვერ გიშველის. ამით შენს საჭადრაკო დონეზე ვერაფერს იტყვი. სამაგიეროდ, შთაბეჭდილების მოსახდენად, შეგიძლია შენს ელო რეიტინგზე იზრუნო.

აი, რა უნდა იცოდე ელო რეიტინგის შესახებ:


რა არის ელო რეიტინგი?

ელო რეიტინგი არის მოჭადრაკის ძალის საზომი რეიტინგ-სისტემა, რომელიც ფიზიკის პროფესორმა და ჭადრაკის ოსტატმა - არფად ელომ შექმნა. 

რაც უფრო დიდია სხვაობა დაფასთან მჯდომი მოჭადრაკეების რეიტინგებს შორის, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ უფრო მაღალ-რეიტინგიანი მოიგებს. სწორედ ამიტომაა რთული მხიარულების ოსტატ მაიკის (FunMasterMike) და ცელქი ციყვის (PlayfulSquirrel) დამარცხება.

FunMasterMike's Elo rating on ChessKid.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ChessKid-ზე რეიტინგ-პარტიებს თამაშობს, რეიტინგი ენიჭება. მომხმარებლის სახელის გვერდზე მიწერილი ციფრები სწორედ ამაზე მიუთითებს. 

ChessKid's Elo rating.

ChessKid-ის რეიტინგი მსოფლიოში ერთადერთი არ არის. მოჭადრაკეების ოფიციალურ საერთაშორისო რეიტინგს ადგენს ფიდე, ამერიკელი მოჭადრაკეებისას კი - ცალკე შეერთებული შტატების ჭადრაკის ფედერაცია. მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ფედერაციაა, რომლებიც საკუთარ რეიტინგებს თავად განსაზღვრავენ.  

რა მნიშვნელობა აქვს ელო რეიტინგს?

წარმოიდგინე რა მოსაწყენი იქნებოდა მუდმივად შენი სკოლის ყველაზე სუსტ მოჭადრაკეს რომ ეთამაშებოდე. მეორეს მხრივ, ძალიან გამაღიზიანებელია თამაში უძლიერეს მოჭადრაკესთან, რომელიც ყოველთვის ადვილად გამარცხებს. 

რეიტინგ-სისტემის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კენჭისყრის დროს ის თანაბარი დონის მოთამაშეებს აწყვილებს. ის, ასევე, გვაწვდის ინფორმაციას საუკეთესო მოჭადრაკეებზე, რომელთაგანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია.

ChessKid-ზე საუკეთესო მეტოქესთან დაწყვილება ძალიან მარტივია. სწრაფი ჭადრაკის თამაშის დროს ეს ავტომატურად კეთდება. 

Get matched up by Elo rating.

როგორ მუშაობს ელო რეიტინგის სისტემა?

ელო რეიტინგის სისტემა მოჭადრაკეების შედარების საფუძველზე მუშაობს. მაგალითად, თანამედროვე მსოფლიოს ორი საუკეთესო მოჭადრაკის - მაგნუს კარლსენის და ფაბიანო კარუანას რეიტინგები 2800-ს აღემატება. მაჩვენებლებს შორის დიდი სხვაობა არ არის, შესაბამისად, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, რთულია იმის თქმა თუ ვინ მოიგებს. 

FIDE's Elo rating ranking.

დავუშვათ, ისინი ერთმანეთის პირისპირ დაფასთან სხედან და თამაშობენ. გამარჯვებული რეიტინგს მოიმატებს, დამარცხებული - დაიკლებს. კარუანასთან შედარებით კარლსენს ცოტა უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყაიმის შემთხვევაში ის რამდენიმე რეიტინგ-პუნქტს დაკარგავს. 

კარლსენი ვინმე ისეთს რომ ეთამაშებოდეს, ვისი რეიტინგიც 2300-ია (მაგალითად, მხიარულების ოსტატ მაიკს), ალბათ მოიგებდა, თუმცა რეიტინგში ისეთს ვერაფერს მოიმატებდა. აი, წაგების შემთხვევაში კი, ბევრს დაიკლებდა. 

როგორ უნდა გაზარდო რეიტინგი ChessKid-ის საშუალებით?

თუ გინდა, რომ უკეთესი მოთამაშე გახდე და რეიტინგი მოიმატო, თავდაუზოგავად უნდა იმუშაო. საბედნიეროდ, ChessKid-ის დახმარებით ჭადრაკში გაძლიერება ბევრად მარტივია!

დონის ასამაღლებლად ჩვენს ვებ-გვერდზე უამრავი ინსტრუმენტია მოცემული. ერთ-ერთი მათგანია გაკვეთილების გვერდი, რომელიც თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარება. 

Lessons will help you increase your Elo rating.

 

ასევე, შეგიძლია უყურო საჭადრაკო ვიდეოებს და გაიგო უფრო მეტი სამეფო თამაშის შესახებ!

Videos will also help you increase your Elo rating.

 

ჩვენი თავსატეხები ტაქტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბებაში წაგეშველებიან! ყოველდღიური ვარჯიში ტაქტიკებში, წარმატების ერთ-ერთი უტყუარი გზაა.

Puzzles will help you get a better elo rating.

 

ChessKid-ზე სხვა უამრავი რესურსიც მოიპოვება. მაგალითად, სავარჯიშოები, ხედვის გასაუმჯობესებელი თუ დაფის გასაანალიზებელი ინსტრუმენტები და სხვ. გახსოვდეს: რაც უფრო ბევრს იმუშავებ, მით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევ!

Increase your Elo rating with ChessKid!

ბოლოთქმა

ჩვენ ვისაუბრეთ ელო რეიტინგზე, მის დათვლის სისტემასა და მნიშვნელობაზე. ახლა გადადი ბიბლიოთეკის გვერდზე და ისწავლე ძირითადი საჭადრაკო იდეები. ეს გაძლიერებასა და რეიტინგის მომატებაში დაგეხმარება!

 

ვიდეო ელო რეიტინგის სისტემაზე