გავლით აყვანა

ჭადრაკში ერთი უცნაური წესი არსებობს. იმდენად უცნაური, რომ შეიძლება ვინმეს თაღლითობა ეგონოს. მე ახლა გავლით აყვანაზე ვსაუბრობ. თუ შენი საჭადრაკო უნარებით მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურს, მისი ცოდნა აუცილებელია.


რა არის გავლით აყვანა?

გავლით აყვანა პაიკით პაიკის მოკვლის განსაკუთრებული წესია. გავიგოთ რაში მდგომარეობს მისი არსი.

როგორც წესი, პაიკს ფიგურები მხოლოდ დიაგონალზე და მხოლოდ წინ აჰყავს. 

Regular capture, without using the en passant rule.

თუმცა, როცა შენი ოპონენტი პაიკს ერთი სვლით ორ უჯრაზე მოწევს და თან შენი პაიკის გვერდით დაეშვება, გავლით აყვანის უფლება გეძლევა. ეს მოკვლის ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებული გზაა. შენი პაიკი აყვანის შემდეგ დიაგონალზე მიდის და მსხვერპლის უკან არსებულ უჯრას იკავებს. 

The en passant capture in chess.

ეს ერთადერთი აყვანაა ჭადრაკში, რომლის დროსაც ფიგურა მოკლულის უჯრას არ იკავებს. უცნაურია, არა? თუ მოჭადრაკე ამ წესს არ იცნობს, ასეთი სვლა, შესაძლოა, თაღლითობა ეგონოს!

გავლით აყვანა სრულიად რეალური წესია, თუმცა მის განსახორციელებლად აუცილებელია სამი პირობის არსებობა:

  1. მეტოქის პაიკი აუცილებლად შენი პაიკის გვერდზე უნდა იდგეს.
  2. პაიკი, რომელიც აგყავს, აუცილებლად ერთ სვლაში უნდა იყოს მოსული ორ უჯრაზე და შენი პაიკის გვერდით უნდა იდგეს.
  3. მსხვერპლი მაშინვე უნდა მოკლა, როგორც კი ის ორ უჯრაზე მოვა და შენი პაიკის გვერდით დადგება. მომდევნო სვლებზე გავლით აყვანის უფლება აღარ გექნება. 

ხომ არ დაიბენი? არ ინერვიულო! ქვემოთ მოცემულ დაფაზე შენს დასახმარებლად რამდენიმე მაგალითია მოცემული.

როგორც ხედავთ, ეს წესი მხოლოდ პაიკებზე ვრცელდება. ტერმინი მომდინარეობს ფრანგული სიტყვათშეთანხმებიდან "en passant", რომელიც ითარგმნება, როგორც "გავლისას."

რა მნიშვნელობა აქვს გავლით აყვანის წესს?

ძველად პაიკებს მხოლოდ ერთ უჯრაზე შეეძლოთ გადაადგილება, საწყისი პოზიციიდანაც კი. ჭადრაკი მაშინ ძალიან ნელი თამაში იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პირველ სვლაზე პაიკისთვის მეტი უფლება მიეცათ. 

ამის შემდეგ გავლით აყვანის წესიც დამკვიდრდა. საინტერესოა, რატომ გამოიწვია აყვანის ახალი მეთოდის შემოღება მცირე ცვლილებამ პაიკის მოძრაობის წესებში. 

ერთ-ერთი უმთავრესი ამბავი ჭადრაკში, ალბათ, ისაა, რომ პაიკს, რომელიც დაფის მეორე ბოლოში მიაღწევს, ნებისმიერ ფიგურად გადაქცევა შეუძლია. ეს ფაქტი არ დაივიწყოთ და ქვემოთ მოცემულ პოზიციას დააკვირდით:

The en passant rule helps to keep chess more fun.

პაიკებს ორ უჯრაზე ხტომა და მეტოქის პაიკებისთვის გვერდის ჩავლა რომ შეეძლოთ, ლაზიერში გასვლა ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა. მართალია, ბევრი დედოფლის ყოფნა ერთ დაფაზე ამაღელვებელი სანახაობა იქნებოდა, მაგრამ ეს თამაშს ძალიან შეცვლიდა. გავლით აყვანის წესი რომ არ არსებობდეს, თეთრები პაიკს ადვილად გაიყვანდნენ და პარტიას მარტივად მოიგებდნენ.

A game with no en passant would be unfair.

გავლით აყვანის წესი სწორედ ამიტომ შეიქმნა. ის პაიკების წინსვლას აფერხებს. თუ ახლა თეთრები ორ უჯრაზე მიიყვანენ პაიკს, შავები მას გავლით აიყვანენ და პარტიის მოგებასაც შეძლებენ!

En passant comes to the rescue.

ეს ყველაფერი ლაზიერში გასვლას აიშვიათებს და, შესაბამისად, უფრო განსაკუთრებულ მოვლენად აქცევს!

It is harder for pawns to promote with the en passant rule.

გვაჩვენე როგორ უნდა გავლით აყვანა

ახლა, როცა გავლით აყვანის წესი უკვე ავხსენით, დროა საკუთარი თავი გამოსცადო და დაამტკიცო, რომ ყველაფერი სწორად გაიგე.  

უნდა გაარკვიო დაშვებულია თუ არა გავლით აყვანა ქვემოთ მოცემულ პოზიციებში. 

პოზიცია 01: თეთრებმა ესესაა პაიკი b2-დან b4-ზე მიიყვანეს. შავი პაიკი-c4 შეძლებს მის გავლით აყვანას?

En passant puzzle 01.

დიახ! შეძლებს! ყოჩაღ!

En passant puzzle 01 answer.

პოზიცია 02: შავებმა კუ f5-ზე გამოიყვანეს. შავი d5-პაიკი თეთრი e5-პაიკის გვერდზე დგას. შეუძლია e5-ს გავლით აყვანა?

En passant puzzle 02.

არა, არ შეუძლია! რახან შავი პაიკი d5-ზე ერთი სვლით არ მოსულა, მისი გავლით აყვანა არ მოხერხდება.

პოზიცია 03: თეთრებმა პაიკი ესესაა d3-დან d4-ზე მიიყვანეს. შეგიძლია მისი გავლით აყვანა c4-პაიკით?

En passant puzzle 03.

არა, არ შეგიძლია! თეთრი პაიკი ორ უჯრაზე ერთი სვლით არ მისულა, ამიტომ გავლით აყვანა ნებადართული არაა. 

ბოლოთქმა

უკვე იცი თუ რა არის გავლით აყვანა და როდის მოქმედებს ეს წესი. გადადი თამაშის გვერდზე, ეთამაშე ვინმეს და პარტიაში გავლით აყვანის წესი გამოიყენე!

გავლით აყვანის ინფოგრაფიკა

ეს არაჩვეულებრივი ინფოგრაფიკა, რომლის ამობეჭდვაც შესაძლებელია, გავლით აყვანის წესის საოცარ სამყაროში გამოგზაურებს. დროა აიმაღლო საჭადრაკო დონე!

en passant chess rule infographicმეტი ინფოგრაფიკისა თუ საგანმანათლებლო და გასართობი მასალისთვის, ეწვიეთ რესურსების გვერდს.

ვიდეო გავლით აყვანაზე