ფიანკეტო

ChessKid-ის ბავშვები მხოლოდ საჭადრაკო გენიოსები არ არიან. მათ უცხო ენებზეც შეუძლიათ რაღაცეების თქმა! მოდით, გავიგოთ ყველაფერი ფიანკეტოს შესახებ. ამ იტალიური სიტყვით აღნიშნულ მანევრს მოჭადრაკეები საკმაოდ ხშირად მიმართავენ.

აი, რა უნდა იცოდეთ ფიანკეტოს შესახებ:


რა არის ფიანკეტო?

ფიანკეტო იტალიური სიტყვაა და გვერდით ფრთას ნიშნავს. ჭადრაკში ამ სიტყვით კუს გრძელ დიაგონალზე განვითარებას აღვნიშნავთ.

The chess fianchetto.

წარმოიდგინე, რომ თეთრებით თამაშობ და კუს განვითარება გინდა. შეგიძლია თამაში 1.e4-ით დაიწყო და თეთრუჯროვან კუს f1-a6 დიაგონალი გაუხსნა.                                                                                                                      
Not a fianchetto.

თუმცა, კუს განვითარება მეორე მხარეზეც შეიძლება. g2-ზე მისვლის შემთხვევაში ის გრძელ დიაგონალზე აღმოჩნდება, ოღონდ მანამდე 1.g3-ის თამაში იქნება საჭირო.

A fianchetto.

დააკვირდით. ზემოთ მოცემულ პოზიციაში თეთრი კუ h3-ზე კი არ მიდის, g2-ზე ჩერდება, რათა ცენტრალური უჯრები (e4 და d5) კონტროლის ქვეშ ჰყავდეს.

მოკლედ, როდესაც თეთრებს თავიანთი კუ b2-ზე ან g2-ზე გაჰყავთ, ვამბობთ, რომ ფიანკეტო გაკეთდა. იგივე ხდება შავების შემთხვევაში, როდესაც ისინი კუს b7-ზე ან g7-ზე ავითარებენ. 

Fianchettoed bishops.

რა მნიშვნელობა აქვს ფიანკეტოს?

ფიანკეტოს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კუს შეუძლია ცენტრალურ უჯრებს გაშლილ სივრცეში გამოსვლის გარეშე შეუტიოს. კუ პაიკებს შორის მყუდრო და მოხერხებულ პოზიციაზეა გამაგრებული, როქის შემთხვევაში კი, მეფის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. 

The fianchettoed bishop attacks the center from a distance.

კუ შორს მავალი ფიგურაა, ამიტომ ფიანკეტოს გაკეთება, როგორც წესი, კარგი გადაწყვეტილებაა. ის ხომ ამ დროს დაფის ყველაზე გრძელ დიაგონალს იკავებს.

Fianchettoed bishops take over the long diagonal.

ფიანკეტოს უარყოფითი მხარე კუს ირგვლივ უჯრების დასუსტებაა, თუმცა სანამ კუ მათ იცავს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

Weak squares caused by a fianchetto.

სიტუაცია მაშინ გართულდება, თუ თქვენი მეტოქე კუების გაცვლას გადაწყვეტს. ასეთ შემთხვევაში უჯრების დაცვა გაჭირდება.

White trades off the fianchettoed bishop.

აჩვენე როგორ უნდა ფიანკეტოს გაკეთება

ახლა, როდესაც უკვე იცი თუ რა არის ფიანკეტო, დროა ახლად შეძენილი უნარები წარმოაჩინო! წაიკითხე ინსტრუქცია და ამოხსენი ქვემოთ მოცემული თავსატეხები. 

თავსატეხი 01: თეთრებით ხარ და თეთრუჯროვანი კუს ფიანკეტო გესაჭიროება. რა სვლა უნდა გააკეთო? 

თავსატეხი 02: ახლა შავებით ხარ და გესაჭიროება იმ კუს ფიანკეტო, რომელიც განვითარებული არ არის. რა სვლა უნდა გააკეთო?

ბოლოთქმა

ვისაუბრეთ ფიანკეტოზე და იმაზე, თუ რატომ აკეთებენ მოჭადრაკეები ამ მანევრს. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა სხვა საკვანძო იდეებიც ისწავლო და დაოსტატდე!

 

ვიდეო ფიანკეტოზე