სულელთა შამათი

პარტიის ორ სვლაში მოგებაზე გინატრია? თუ კი, მაშინ სულელთა შამათის შესახებ ყველაფერს მოგიყვები. ეს არის ყველაზე სწრაფი შამათი ჭადრაკში. აი, რა უნდა ვიცოდეთ:

რა არის სულელთა შამათი?

თუ გვინდა პარტია სულელთა შამათით მოვიგოთ, უნდა გვესმოდეს თუ რა არის ის და როგორ მუშაობს. სულელთა შამათი შაბლონური გეგმაა, რომელიც თამაშის ადრეულ ეტაპზე ხორციელდება. როცა მეტოქის მეფეს წასასვლელი არსად აქვს და არც არავინ იცავს, ჩვენ მას სწრაფად ვუტევთ და ვაშამათებთ ისე, რომ მოწინააღმდეგე ვერც იაზრებს თუ რამდენად სუსტი პოზიცია შექმნა.

სულელთა შამათის ჩასმის შესაძლებლობა მაშინ ჩნდება, როცა ოპონენტის f-პაიკი სუსტია. პარტიის დასაწყისში ეს პაიკი მხოლოდ მეფითაა დაცული და სწრაფი დაშამათების სურვილის შემთხვევაში ფოკუსი მის უჯრაზე კეთდება. იცი როგორ აღინიშნება უჯრები ჭადრაკის დაფაზე? თუ არა, გაიგე მეტი საჭადრაკო პარტიის ჩაწერის შესახებ.

Pawns on the attack
ზოგიერთი პაიკი ძლიერია, ზოგიერთი - სუსტი. f-პაიკი სუსტია და ყურადღება სჭირდება.

თუ შავებით ვთამაშობთ სულელთა შამათი პარტიას ორ სვლაში გვაგებინებს (თეთრების შემთხვევაში სამი სვლაა საჭირო). რატომ ჰქვია ამ გათამაშებას სულელთა შამათი? იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე თავიდანვე ძალიან სუსტად თამაშობს. ის ორ პაიკს წინ მოდის და მეფეს აშიშვლებს. 

როგორ ჩავსვათ სულელთა შამათი?

სანამ სულელთა შამათის ჩასმას გადაწყვეტ, გაითვალისწინე, რომ ეს სქემა თითქმის ყველამ იცის. ორი პაიკის გამოწევით მეფის გაშიშვლებას და უსწრაფეს მარცხს დამწყები მოჭადრაკეებიც კი ერიდებიან. ჩვენ მაინც ვნახოთ თუ როგორ ისმევა სულელთა შამათი, რომ ვიცოდეთ რა ხდება ამ დროს.

პირველ სვლაზე მეფის პაიკი უნდა გამოწიო, რათა მომდევნოზე ლაზიერის გამოყვანა შეძლო. პარტიის დასაწყისში დედოფლის ხაზები პაიკებითაა დაბლოკილი, ამიტომ სანამ ერთ-ერთი მათგანი გზას არ გაუხსნის, ის მოძრაობას ვერ შეძლებს. 

Studying at chess
იმეცადინე სულელთა შამათის ჩასმაში.

მეორე სვლაზე ლაზიერი გახსნილ დიაგონალზე გაიყვანე, h ვერტიკალზე დასვი და მეტოქის მეფეს თავს დაესხი. თუ ის გაშიშვლებულია, ე.ი. ამ სვლით (2...ლh4#) შამათი ჩასვი და მოიგე. მოწინააღმდეგეს არც ჩაფარების შესაძლებლობა აქვს, არც მეფის გაწევის და არც დედოფლის აყვანის. თამაში უკვე დასრულებულია!

საჭადრაკო ნოტაციაში სულელთა შამათი ასე ჩაიწერება:

  1. f3 e5
  2. g4 ლh4#

 

როგორ დავიცვათ თავი სულელთა შამათისგან?

სულელთა შამათისგან თავდაცვა დამწყები მოჭადრაკეებისთვისაც კი, ძალიან მარტივია. დაიმახსოვრე, რომ ამგვარ მარცხს იწვევს მხოლოდ და მხოლოდ მეტოქის წისქვილზე საკუთარი ხელით წყლის დასხმა, რაც მეფის დაუცველობით და მასზე შეტევის დაშვებით გამოიხატება. შენი მოვალეობა თავდამსხმელის აყვანის, ფიგურის ჩაფარების ან მეფის გაწევის შესაძლებლობის უზრუნველყოფაა.

არ დაგავიწყდეს, რომ f-პაიკი სუსტია. მას მხოლოდ მეფე იცავს, ამიტომ დარწმუნებული უნდა იყო, რომ მეტოქე მის უჯრაზე შეტევას ვერ განახორციელებს იქამდე, სანამ უსაფრთხოებას არ გააძლიერებ. 

ChessKid tournament
რომელიმე ტურნირზე სულელთა შამათის ჩასმის მაგალითი გინახავს?

აჩვენე როგორ უნდა შამათის ჩასმა!

სულელთა შამათის ჩასასმელად მეფის პაიკით უნდა ითამაშო, რათა ლაზიერს დიაგონალი გაუხსნა. თუ მოწინააღმდეგე ვერაფერს მიხვდება და პაიკების მოწევით მეფეს გააშიშვლებს, შამათის ჩასმა არ მოგერიდოს. მოგების შემდეგ სიკეთე გამოიჩინე და დამარცხებულ მეტოქეს სულელთა შამათი აუხსენი. როცა შენი ოპონენტები და მეგობრები უკეთ თამაშობენ, შენც ძლიერდები. 

სცადე შამათის ჩასმა ამ პოზიციაში.

პარტიის მოგების კიდევ ერთი სწრაფი და პოპულარული ხერხი - საბავშვო შამათია. მის განსახორციელებლად საჭიროა ოთხი სვლა. გაიგე თუ როგორ ისმევა გამაოგნებელი შამათი ოთხ სვლაში.

დასკვნა

სულელთა შამათის სქემა ყველა მოჭადრაკეს უნდა ესმოდეს. აუცილებელია როგორც მისი ჩასმის, ასევე მისგან თავდაცვის ცოდნა. შენ ეს ყველაფერი უკვე ისწავლე, ასე რომ, სულელთა შამათის მსხვერპლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდე, მაგრამ როცა შესაბამისი სიტუაცია ჩაგივარდება, სწრაფი გამარჯვების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.

 

ვიდეო სულელთა შამათზე