სატურნირო პარტიები კიბე-შამათით ხშირად სრულდება.
კიბე-შამათი საენდშპილო შამათის გავრცელებული ფორმაა. ორი წონიანი ფიგურა უტევს მოწინააღმდეგის მეფეს იქამდე, სანამ მას გასაქცევი აღარ დარჩება. შემტევი ფიგურები შეიძლება იყვნენ ლაზიერები, ეტლები ან ეტლი და ლაზიერი.
არა. შამათის ეს სქემა საკმაოდ ხშირად გვხვდება და ჩასასმელადაც მარტივია, თუნდაც დამწყები მოჭადრაკეებისთვის. პირველ რიგში, უნდა დარწმუნდე, რომ შენს ორ შემტევ ფიგურას სხვა ფიგურები ფეხებში არ ებლანდებიან.
ყველაზე მარტივი გზა იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა ჩავსვათ კიბე-შამათი, საჭადრაკო დაფაზე ორი მეფის და ორი შემტევი ფიგურის დატოვებაა. ქვემოთ მოცემულ დაფაზე პოზიციის დასასრული, ანუ ჩასმული შამათია ნაჩვენები. ორი შემტევი ფიგურა განლაგებულია ორ მომიჯნავე ჰორიზონტალზე (ან ვერტიკალზე), მოწინააღმდეგის მეფე კი, დაფის კიდეშია. მოწინააღმდეგის მეფის მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, შემტევ ფიგურებთან არ იყოს ახლოს. (ჰორიზონტალები და ვერტიკალები საჭადრაკო დაფაზე ჩამწკრივებულ ხაზებს ჰქვიათ.)
განაგრძე სწორი სვლების კეთება ქვემოთ მოცემულ თავსატეხში და დააკვირდი როგორ მოძრაობენ შემტევი ფიგურები საჭადრაკო დაფაზე ვერტიკალური მიმართულებით. თითქოს, კიბეზე ადი-ჩამოდიან. როცა ერთი ეტლი ერთ ხაზს აკონტროლებს, მეორე - მომიჯნავე ხაზს იკავებს და მეტოქის მეფეს კიდისკენ უშვებს. კიბეზე სიარული იქამდე გრძელდება, სანამ მეფეს წასასვლელი აღარ რჩება.
შემტევი ფიგურების მოძრაობა ოპონენტის მეფეს ავიწროებს და დაფის კიდისკენ დევნის. მეფე იძულებულია ზემოთ (ან ქვემოთ) იაროს, რადგან თავდასხმის ხაზზე ვერ დარჩება და ვერც მეორე ეტლის მიერ კონტროლირებად ხაზზე დაიხევს უკან. კიბე-შამათი შეიძლება განვითარდეს დაფაზე ნებისმიერი მიმართულებით - ზემოთ, ქვემოთ ან რომელიმე გვერდზე.
თუ დაფაზე არა ეტლები, არამედ ეტლი და ლაზიერია, კიბე-შამათის ჩასმა უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, რადგან დედოფალს შეუძლია აკონტროლოს მომიჯნავე ხაზი, რომელზეც ეტლი მოძრაობს.
მეფე ვერ აიყვანს ეტლს, თუ მას ლაზიერი იცავს.
დიახ, ასეა. ორი ეტლით ხშირად ისმევა კიბე-შამათი, რომელსაც მეორენაირად ჰქვია შამათი ორი ეტლით. შამათის ეს სქემა, რომელიც მეტოქის მეფის კიდისკენ დევნას გულისხმობს, ცნობილია, ასევე, როგორც მცელავი შამათი ან ეტლების როკვა.
კიბე-შამათი მეტოქის მეფეს დაფის უკიდურეს კიდეში ატყვევებს.
თუ მოწინააღმდეგის მეფეს რომელიმე ეტლზე თავდასხმა შეუძლია, ეტლი თავისივე ხაზზე მეორე უკიდურეს წერტილში გადადგი. აქ ის უსაფრთხოდ იქნება და შეტევის გაგრძელებასაც შეძლებს. კიდევ ერთი რამ, რაშიც აუცილებლად უნდა გამოიჩინო სიფრთხილე პატის ჩასმაა.
ChessKid-ი მზადაა დაგეხმაროს მეცადინეობაში. დააჭირე ამ სავარჯიშოს კომპიუტერული მწვრთნელით და ნახავ რამხელა წარმატებას მიაღწევ.
კიბე-შამათის ჩასმა ყველა მოთამაშემ აუცილებლად უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ საჭადრაკო სქემების შესწავლა აძლიერებს. რადგან შენ უკვე კარგად იცი თუ რა არის კიბე-შამათი და როგორ ისმევა ის, ამ მეთოდით პარტიის მოგების შესაძლებლობა ხელიდან აღარ გაუშვა.