ლაზიერის გამბიტი

არ ხარ დარწმუნებული როგორ უნდა დაიწყო პარტია თეთრი ფიგურებით? იქნებ ლაზიერის გამბიტი გეცადა. ის ხომ ძალიან პოპულარული დებიუტია, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო. 

აი, რა უნდა იცოდე ლაზიერის გამბიტის შესახებ:


რა არის ლაზიერის გამბიტი?

ლაზიერის გამბიტი ერთ-ერთი უძველესი საჭადრაკო დებიუტია თეთრი ფიგურებით. ლაზიერის გამბიტს ვიღებთ ამ სვლების გათამაშების შემდეგ: 1.d4 d5 2.c4.

The Queen's Gambit.

2.c4-ის უკან იმალება თეთრების მთავარი იდეა დაემუქროს შავ d5-პაიკს და დროებით შეელიოს თავის c-პაიკს ცენტრის ხელში ჩაგდების მიზნით. თუ შავები c-პაიკს აიყვანენ, პარტია ლაზიერის გამბიტში გადადის. თუ არ აიყვანენ და ამის ნაცვლად 2...e6-ს ითამაშებენ, ე.ი. მეტოქეს ლაზიერის გამბიტზე არ მიჰყვებიან.

ლაზიერის გამბიტი მიღებულია

ლაზიერის გამბიტი მიღებულად ჩაითვლება, თუ შავები ითამაშებენ 2...dxc4-ს, ანუ აიყვანენ c-პაიკს.

The Queen's Gambit Accepted.

ამ ვარიანტში თეთრები იმედოვნებენ, რომ კუ f1 აიყვანს შავ c4-პაიკს. როგორც წესი, თამაშობენ 3.e4-ს, რათა მოიპოვონ ცენტრი ან 3.e3-ს, რათა დაიცვან d4-პაიკი და მახე დაუგონ შავებს, თუკი ისინი სიხარბეს გამოიჩენენ.

როგორც ხედავთ, შავებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რას აკეთებენ, თორემ რამდენიმე სვლაში წააგებენ. 

ლაზიერის გამბიტი უარყოფილია

თუ შავები თეთრების c4-პაიკს ყურადღებას არ მიაქცევენ და d5-ის დასაცავად 2...e6-ს ითამაშებენ, ე.ი. ლაზიერის გამბიტი უარყოფილია. 

The Queen's Gambit Declined.

შავებსაც შეუძლიათ სოლიდური ვარიანტით უპასუხონ და 3...c6-ით სლავური დაცვა გაითამაშონ. 

The Slav Defense is a solid response to the Queen's Gambit.

შავებისთვის ეს უსაფრთხო გზაა. სლავური დაცვის არჩევის შემთხვევაში ხუთ სვლაში ნამდვილად არ დამარცხდებიან. ქვემოთ მოცემულ პოზიციაში შეგიძლიათ იხილოთ პატარა ხაფანგი, რომლის დაგებასაც შეძლებენ შავები თუ თეთრები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ:

გვაჩვენე როგორ უნდა ლაზიერის გამბიტის გათამაშება

ახლა, როცა უკვე იცი თუ რა არის ლაზიერის გამბიტი, დროა შენი შესაძლებლობები გამოსცადო. მიჰყევი ინსტრუქციებს და ამოხსენი თავსატეხები.

თავსატეხი 01: თეთრებით ხარ და ლაზიერის გამბიტის თამაში გინდა. რა უნდა იყოს შენი პირველი ორი სვლა? 

თავსატეხი 02: შეგიძლია გაითამაშო მიღებული ლაზიერის გამბიტის მთავარი ვარიანტი დიდი ცენტრის მოსაპოვებლად? 

თავსატეხი 03: შავებით ხარ და მეტოქე პარტიას ლაზიერის გამბიტით ხსნის. როგორ უნდა აირიდო თავიდან შემოთავაზებული დებიუტი და გადახვიდე სლავურ დაცვაში?

ბოლოთქმა

ახლა უკვე იცი თუ რა არის ლაზიერის გამბიტი და როგორ უნდა გაითამაშო ის. გადადი გაკვეთილების გვერდზე, რათა სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო იდეებიც შეისწავლო და უფრო მეტი პარტიის მოგება შეძლო!

 

ვიდეო ლაზიერის გამბიტზე