სვლა შეხების შემდეგ


ფიგურაზე შეხების შემდეგ სვლის გაკეთება საჭადრაკო ტურნირების საბაზისო წესია. ეს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - ფიდეს (ეს ორგანიზაციის ფრანგული დასახელების აბრევიატურაა) ოფიციალური რეგულაციების ნაწილია. აი, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნული წესის შესახებ:

Touch-move rule
შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი სატურნირო ჭადრაკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რას გულისხმობს შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი?

ფიგურაზე შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი ყველა ფორმალურ, ცოცხლად გათამაშებულ პარტიაში მოქმედებს და ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

თუ იმ ფიგურის აყვანა, რომელსაც შეეხე, არ შეიძლება, მაშინ ეს წესი არ მოქმედებს და მეტოქეს უფლება აქვს თამაშის წესების დარღვევისთვის გიჩივლოთ, ოღონდ ეს იქამდე უნდა გააკეთოს, სანამ თავად შეეხება ფიგურას სვლის გასაკეთებლად.

Pawn touching a chess piece
 თეთრი პაიკი ვალდებულია აიყვანოს მეტოქის ფიგურა შეხების შემდეგ. 

J'adoube: შეიძლება თუ არა, რომ ფიგურას შევეხოთ და არ ვითამაშოთ?

განხილული წესიდან გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მოთამაშე შეხების წინ იტყვის შემდეგს: “J’adoube” (ფრანგ. “ვასწორებ”) ან “ვასწორებ”. ამის შემდეგ მოჭადრაკეს შეუძლია ფიგურა თავის უჯრაზე სწორად დააყენოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ზოგჯერ ფიგურა უჯრის ცენტრიდან კიდისკენაა გადაწეული და პოზიციის შესწორებას საჭიროებს. 

Touching pawn
მოთამაშეს შეუძლია გაასწოროს ფიგურის პოზიცია საკუთარ სვლაზე.

რა არ იგულისხმება შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესში?

შეხების შემდეგ სვლის გაკეთება-არგაკეთება მთლიანად მოთამაშის განზრახვაზეა დამოკიდებული. მას შეიძლება ფიგურა შემთხვევით წაექცეს ან უჯრის ცენტრიდან აუცდეს (მაგალითად, დაცემინების შედეგად). ასეთ დროს სვლის გაკეთების წესი არ მოქმედებს და მოჭადრაკეს შეუძლია ფიგურა ზემოთ მოცემული განმარტებისამებრ გაასწოროს. გასწორების უფლება მოთამაშეს მხოლოდ თავის სვლაზე აქვს!

Touching black pawn
თუ მხოლოდ ფიგურის გასწორება გინდა, უნდა თქვა: "ვასწორებ".

კიდევ რა მნიშვნელოვან გარემოებებს ითვალისწინებს ეს წესი? 

ფიგურაზე შეხებასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი არსებობს. ესენია: 

Chess pieces
შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი ყველა ფიგურამ იცის. შენც უნდა იცოდე! 

ეს წესი ონლაინ ჭადრაკზე ვრცელდება?

ეს წესი ონლაინ-ჭადრაკში არ მოქმედებს. ის მხოლოდ ცოცხალ პარტიებზე ვრცელდება. ინტერნეტში თამაშის დროს მოჭადრაკეს შეუძლია დაიწყოს სვლის გაკეთება ერთი ფიგურით, შემდეგ დააბრუნოს ის თავის უჯრაზე და სხვა ფიგურით ითამაშოს. 

ChessKid-ზე სვლა გაკეთებულად მაშინ ითვლება, როცა ფიგურა ახალ უჯრაზე ეშვება. ამის შემდეგ, ძალიანაც რომ გინდოდეს, სვლას უკან ვეღარ დააბრუნებ, რადგან ვებ-გვერდი ამის საშუალებას არ მოგცემს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა რობოტს ეთამაშები და სვლის დაბრუნების უფლება გაქვს არჩეული).

Playing chess on ChessKid
შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი ონლაინ ჭადრაკზე არ ვრცელდება.

არსებობს თუ არა ამ წესის აღმნიშვნელი სიმბოლო საჭადრაკო ნოტაციაში?

არა, ამ წესის აღმნიშვნელი სიმბოლო არ არსებობს. საჭადრაკო ნოტაციაში იწერება მხოლოდ სვლა და დამატებითი სიმბოლო სვლის შესაფასებლად (დასმა (??), შეცდომა (?) თუ სხვა).

The knight jumps over other pieces.

მართალია, სხვა ფიგურებზე გადახტომა მხოლოდ მხედარს შეუძლია, მაგრამ შეხების შემთხვევაში სვლის გაკეთება მასაც მოუწევს.

მაგალითისთვის გავიხსენოთ მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკის - ბობი ფიშერის პარტია, რომელშიც ის მე-12 სვლის გასაკეთებლად მეფის ფლანგზე ეტლის პაიკს შეეხო. დიდოსტატი h6-ის თამაშს აპირებდა, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ასე თეთრები მის აყვანას შეძლებდნენ (კxh6), ლაზიერის მიერ დაბმული g-7 პაიკი კი, საპასუხოდ კუს ვეღარ აიყვანდა.

რადგან ფიშერი პაიკს შეეხო, უნდა ეთამაშა კიდეც და ის h5-ზე მივიდა (ეს ერთადერთი ალტერნატიული კანონიერი სვლა გახლდათ). სუსტი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც h6 იქნებოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნოტაციაში ფიშერის სვლაზე მხოლოდ დასმაა მითითებული. ჩვენ იქ ვერ წავიკითხავთ, რომ მოჭადრაკე პაიკს შეეხო და ვალდებული იყო ეთამაშა.

რამდენად მნიშვნელოვანია შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი?

როგორც ზემოთაა ნაჩვენები, შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი ხანდახან პარტიის ბედს პირდაპირ წყვეტს. მაღალი დონის ტურნირებზე ხშირად პირდაპირი ეთერები ან ვიდეო-გადაღებები მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებში ადვილი გასარკვევია მოთამაშე ფიგურას მართლა შეეხო თუ არა. (მეგობრულ, არაფორმალურ თამაშებში ამ წესს ზოგჯერ უგულებელყოფენ ხოლმე, თუმცა მისი დაცვა ყოველთვის უკეთესია.)

Pieces reading chess rules
შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესი დამწყებმა მოჭადრაკეებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ.

რა გავლენას ახდენს ეს წესი როქირებაზე?

როქირების დროს სვლა ჯერ მეფით კეთდება და შემდეგ ეტლით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროცესის დაწყებისას ხელი ჯერ მეფეს მოვკიდოთ. რეალურად ChessKid-ზე მხოლოდ მას ვეხებით და ორ უჯრაზე გადაგვყავს. დანარჩენზე ვებ-გვერდი ზრუნავს, შესაბამისად, ეტლი ავტომატურად გადმოდის სვლის დასასრულებლად. 

ცოცხალ თამაშში თუ ჯერ ეტლს შეეხები, სვლის გაკეთება მხოლოდ მისი საშუალებით მოგიწევს, როქს კი, ამ მხარეზე უნდა დაემშვიდობო. ონლაინ პარტიაში როგორც კი ეტლს ხელს გაუშვებ და უჯრაზე დასვამ, სვლის გაკეთება სრულდება. ამ ეტლით როქირების იმედი ვეღარც აქ გექნება. 

King safely protected
მართალია, როქის შემდეგ მეფე ციხეში გამომწყვდეულს გავს, მაგრამ სინამდვილეში ის დაცულია ეტლისა და პაიკების გარემოცვაში. უბრალოდ არ დაგავიწყდეს, რომ როქის გასაკეთებლად ჯერ მეფეს უნდა შეეხო.

მოქმედებს თუ არა ეს წესი გამსვლელ პაიკზე?

თავისთავად. როცა ბოლოს წინა უჯრაზე მდგომ პაიკს ვეხებით, ამ პაიკითვე უნდა ვითამაშოთ თუ ეს კანონიერად შესაძლებელია. ვერტიკალის ბოლო უჯრაზე მისვლით სვლა დასრულებულად არ ითვლება. პაიკი ავტომატურად არ გადის ლაზიერში. მოთამაშემ ჯერ ფიგურა უნდა შეარჩიოს და შემდეგ ის პაიკის ადგილას უნდა დასვას.

Pawn Promotion Chess
როდესაც ბოლოს წინა უჯრაზე მდგომ პაიკს ვეხებით, ამ პაიკითვე უნდა ვითამაშოთ და რომელიმე ფიგურა უნდა გავაცოცხლოთ.

ბოლოთქმა

სამართლიანი გაფრთხილება: სვლა კარგად დაგეგმე და ფიგურას მერე შეეხე. არასწორ დროს არასწორ ფიგურას ხელი არ მოკიდო! შედეგი შესაძლოა კატასტროფული იყოს.

ვიდეო შეხების შემდეგ სვლის გაკეთების წესზე