აი, რა უნდა ვიცოდეთ ცუგცვანგის შესახებ:
ცუგცვანგი გერმანული სიტყვაა და იძულებით მოძრაობას ნიშნავს. ჭადრაკში მას მაშინ ვიყენებთ, როცა მოთამაშეს სვლის გაკეთებას სვლის გამოტოვება ურჩევნია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ნებადართული არაა.
მაგრამ რატომ უნდა სურდეს მოთამაშეს სვლის გამოტოვება? განა ეს მოგებას არ გაართულებს?
არსებობს სიტუაციები, როცა სვლის გაკეთებას საშინელი შედეგი მოაქვს! მოდი, მაგალითი ვნახოთ. ქვემოთ მოცემულ დაფაზე თეთრების სვლაა.
თეთრებს სვლის გამოტოვება რომ შეეძლოთ, ძალიან გაუხარდებოდათ! მეფე ადგილიდან ფეხს არ მოიცვლიდა და შავები პაიკის ლაზიერში გაყვანას და შამათის ჩასმას ვერასოდეს შეძლებდნენ.
მაგრამ თეთრები ვალდებულნი არიან ითამაშონ, ამიტომ ბედნიერ ცხოვრებას უნდა დაემშვიდობონ. მათ მოუწევთ მეფე გაწიონ და პარტია დათმონ.
თეთრების ნებისმიერი სვლა ცუდია, მაგრამ მათ მაინც უნდა ითამაშონ. ასეთ დროს ვამბობთ, რომ თეთრები ცუგცვანგში არიან!
თუ გინდა, რომ უკეთესი მოჭადრაკე გახდე, ცუგცვანგის არსი კარგად უნდა გესმოდეს. როგორც ადრე ვთქვით, ამ იდეას შეუძლია პარტიების მოგებაში დაგვეხმაროს და წაგებული პოზიცია გაგვაყაიმებინოს.
მოდით, გავიგოთ როდის შეგვიძლია ცუგცვანგის გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ. ქვემოთ მოცემულ პოზიციას დააკვირდი:
წარმოიდგინე, რომ შავებით თამაშობ და შენი სვლაა. თუ d4-უჯრიდან თეთრ პაიკს დაემუქრები, მეტოქე ცუგცვანგში ჩაგაგდებს და მოგიგებს. თეთრი მეფე პაიკს დაიცავს, შენ კი, იძულებული იქნები მეფე გაწიო და პაიკი დათმო.
მეორეს მხრივ, თუ ცუგცვანგის იდეა გემახსოვრება, პარტიას ადვილად მოიგებ! პაიკს d3-უჯრიდან შეუტევ და ცუგცვანგში თეთრები აღმოჩნდებიან!
ახლა, როდესაც იცი თუ რა არის ცუგცვანგი, დროა შენი შესაძლებლობები გამოავლინო. ამოხსენი ქვემოთ მოცემული თავსატეხები და გვაჩვენე რა შეგიძლია!
თავსატეხი 01: როგორ უნდა ჩააგდო შავები ცუგცვანგში, იმისთვის, რომ ლაზიერში გახვიდე და პარტია მოიგო?
თავსატეხი 02: გახსოვს როგორ უნდა მოიგო ეს პოზიცია?
თავსატეხი 03: ნამდვილი გამოწვევის დროა! თეთრებით ამ ენდშპილს მოიგებ?
შენ უკვე იცი თუ რა არის ცუგცვანგი და როგორ უნდა გამოიყენო ის შენს სასარგებლოდ პარტიაში. გადადი თავსატეხების გვერდზე და ბევრი ივარჯიშე, რათა არასდროს აღმოჩნდე ცუგცვანგში!