აი, რა უნდა იცოდე შუალედური სვლის შესახებ:
შუალედური სვლა საჭადრაკო ტაქტიკაა, რომელიც შუა კომბინაციის ან ტაქტიკური ვარიანტის დროს თამაშდება ახალი მუქარის შესაქმნელად. ეს მუქარა უფრო ძლიერია, ვიდრე წინა და დაუყოვნებლივ პასუხს მოითხოვს. შუალედური სვლა, როგორც წესი, ქიშს გულისხმობს, თუმცა ის შეიძლება ახორციელებდეს თავდასხმას მნიშვნელოვან ფიგურაზე ან კრიტიკულ უჯრაზე.
ტერმინი მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან Zwischenzug, რომელიც ითარგმნება, როგორც ნაბიჯი სხვა ნაბიჯებს შორის. ეს სიტყვა იდეალურად გამოხატავს შუალედური სვლის მნიშვნელობას. ის ხომ ახალი შეტევაა უკვე მიმდინარე შეტევის დროს.
ინგლისურად ამ სვლას შუამავალსაც უწოდებენ. Ჩვენც შეგვიძლია ეს ტერმინი ვიხმაროთ. თუ მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენა გინდა, ან თუ თამაშის დროს პიცას მიირთმევ, სვლის აღსანიშნავად იტალიური სიტყვა - ინტერმეცო გამოიყენე!
Შუალედური სვლა ძალიან ძლიერი ტაქტიკაა, რადგან ის ერთ-ერთ მოთამაშეს მოულოდნელად ატყდება თავს, მეორეს კი, მომგებიან მატერიალურ უპირატესობას ანიჭებს.
ქვემოთ მოცემულ პოზიციას დააკვირდი. თეთრებმა ლაზიერი b5-ზე დასვეს. ეგონათ, რომ შავებს დედოფლების გაცვლა მოუწევდათ.
თუმცა, შავები სულაც არ არიან იძულებულები ლაზიერები გაცვალონ. თეთრებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ მათი დედოფლის ერთადერთი მცველი c3-მხედარია. ვერც ის გათვალეს, რომ შავებს შუალედური სვლა ჰქონდათ, რომლითაც ქიშს ეტყოდნენ და მატერიალურ ზარალს მიაყენებდნენ.
Შავებს აჰყავთ მხედარი და თეთრი ლაზიერი დაუცველი რჩება. თეთრები იძულებულები არიან შავი დედოფალი მოკლან. ლაზიერის საპასუხო აყვანის ნაცვლად შავები d2-ზე კუს კლავენ და მეფეს ქიშს ეუბნებიან. ეს მომგებიანი შუალედური სვლაა!
თეთრები ქიშს უყურადღებოდ ვერ დატოვებენ, ამიტომ კუ აჰყავთ და მოწინააღმდეგეს ლაზიერის დაბრუნების საშუალებას აძლევენ. Შავებს ზედმეტი ფიგურა რჩებათ!
როგორც ხედავ, შუალედურ სვლას მატერიალური უპირატესობა და მომგებიანი პოზიცია მოაქვს!
ახლა, როცა უკვე იცნობ ახალ ტერმინს და შუალედური სვლის იდეას, შეგიძლია შენი უნარები გამოავლინო! წაიკითხე ინსტრუქცია და ამოხსენი ქვემოთ მოცემული თავსატეხები:
თავსატეხი 1: შავებმა ესესაა f3-მხედარი აიყვანეს და კუთი ლაზიერს დაემუქრნენ. საპასუხო აყვანას დაუყოვნებლივ განახორციელებ?
თავსატეხი 2: შავები კუთი g5-ეტლს დაემუქრნენ და ეტლების გაცვლაზე წამოვიდნენ. დათანხმდები გაცვლაზე?
თავსატეხი 3: ახლა ნამდვილი გამოწვევის დროა! შავებს b6-ზე დაუცველი ლაზიერი ჰყავთ. შუალედური სვლის და აღნიშნული დაუცველი ფიგურის გამოყენებით მატერიალური უპირატესობის მოპოვება შეგიძლია?
შენ უკვე იცი თუ რა არის შუალედური სვლა და როგორ უნდა გამოიყენო ის მატერიალური უპირატესობის მოსაპოვებლად და მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. გადადი თავსატეხების გვერდზე და ივარჯიშე ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტაქტიკაში დასაოსტატებლად!